სტივ როზერი (ინგლ. Steve Rothery; დ. 25 ნოემბერი, 1959) — ინგლისური ჯგუფ Marillion-ის გიტარისტი. იგი დაიბადა ბრემპტონში, სამხრეთ იორკშირში. 6 წლის ასაკიდან ცხოვრობდა უითბიში, ჩრდ. იორკშირში.

სტივ როზერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1959 (1959-11-25) (64 წლის)
დაბ. ადგილი Brampton Bierlow
ჟანრ(ებ)ი როკი, პროგრესული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1979–დღემდე
სტივ როზერი ვიკისაწყობში

კარიერა რედაქტირება

როზერიმ დაიწყო გიტარაზე დაკვრა 15 წლის ასაკიდან. 1979 წელს ის გამოეხმაურა განცხადებას, რომელშიც ჯგუფი 'სილმარილიონი' ეძებდა გიტარისტს. 1979 წლის 19 აგვისტოს ის მიიღეს გიტარისტად. მოგვიანებით კოლექტივის სახელი Marillionთ შეიცვალა. როზერი დღემდე ჯგუფის უცვლელი წევრია. თუმცა, ისევე, როგორც სხვა წევრებმა, მან თავისი პროექტი, The Wishing Tree შექმნა. პროექტს გამოცემული აქვს ერთი ალბომი Carnival of Souls.

მუსიკას ასევე მიჰყვებამისი შვილები, ჯენიფერი. მისი მეორე შვილი, მაიკლი, ეილსბერის გრამატიკის სკოლის სტუდენტია.

სტილი რედაქტირება

ჯგუფის ბევრი მსმენელი თვლის, რომ სწორედ როზერი ანიჭებს Marillion-ს მის უნიკალურ ჟღერადობას. მისი დაკვრის სტილი, როგორც ეტყობა, განიცდის დევიდ გილმორის გავლენას, თუმცა საყვარელ მუსიკოსებს შორის ასევე დასახელებული ჰყავს ჯეფ ბეკი და ლარ კარლტონი. ამასთან, ისევე როგორც დევიდ გილმორი, სტივი გააზრებულად უკრავს ყოველ ნოტს და აბსოლუტურად კონცენტრირებული ჟღერადობასა და არა შესრულების ტექნიკასა და ტემპზე.

დისკოგრაფია რედაქტირება

Marillion რედაქტირება

The Wishing Tree რედაქტირება

სოლო რედაქტირება

მოწვეული მუსიკოსის სახით რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება