სტივენ „სტივ“ სირო ვაი (დ. 6 ივნისი, 1960 წელი, კარლ პლეისი, ნიუ–იორკი, აშშ) — იტალიურ–ამერიკული წარმოშობის, გრემის ნომინანტი გიტარისტი–ვირტუოზი, კომპოზიტორი, ვოკალისტი და პროდიუსერია, რომელიც თანამედროვე მუსიკის სინამდვილეში გამორჩეულია თავისი იშვიათი ინდივიდუალურობით. ზოგიერთის შეფასებით, სტივ ვაი ერთის ნაცვლად ორი მუსიკოსია: ერთი მხრივ, ის არის გიტარისტი–ვირტუოზი, რომელიც თავის ხელოვნებას აახლოებს ღრმა მოკრძალებასა და მისტიციზმთან, მეორე მხრივ კი ის მძიმე მეტალის როკერია. გარდა საკუთარი შემოქმედების და ორიგინალური ალბომებისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრი ცნობილი როკ თუ პოპ ვარსკვლავის, ჯგუფების კონცერტებსა და ალბომების ჩაწერაში. მისი თითქმის 20 წლიანი წარმატებული მუსიკალური კარიერის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ჩანაწერი. ის 13-ჯერ წარდგენილი იქნა გრემის ნომინაციაზე და 3-ჯერ მოიპოვა ეს ჯილდო. სტივ ვაი ცნობილია აგრეთვე თავისი საქველმოქმედო და მუსიკალურ საგანმანათლებლო მოღვაწეობით: იყო ნდობით აღჭურვილი საპატიო წევრი ორგნაიზაციისა NARAS (ინგლ. National Academy of the Recording Arts and Sciences – ხელოვნებისა და მეცნიერების ჩაწერის ეროვნული აკადემია), მჭიდრო კავშირშია მის მიერ შექმნილ ფონდთან Make a Noise Foundation, რომლის მიერ აკუმულირებულ სახსრები მუსიკალურ განათლებას ხმარდება. გარდა ამისა, არის მსახიობი და საკუთარი ლეიბლის, Favored Nations–ის მფლობელი. სტივ ვაი თითქმის ყოველწლიური მონაწილეა პროექტის G3, რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია ჯო სატრიანი.

სტივ ვაი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივენ "სტივ" სირო ვაი
დაბ. თარიღი 6 ივნისი, 1960 (1960-06-06) (63 წლის)
დაბ. ადგილი კარლ პლეისი, ნიუ–იორკი, აშშ
წარმოშობა აშშ
ჟანრ(ებ)ი ინსტრუმენტული როკი
მძიმე როკი
პროგრესული როკი
მძიმე მეტალი
პროგრესული მეტალი
ექსპერიმენტული როკი
საქმიანობა გიტარისტი
კომპოზიტორი
პროდიუსერი
ქველმოქმედი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ვოკალი
აქტიური 1978 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Favored Nations, Relativity, Epic, Urantia Records, Akashic Records
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Ibanez JEM
Ibanez Universe
საიტი vai.com
სტივ ვაი ვიკისაწყობში

სტივ ვაის (სიტყვა „ვაი“ იტალიურად „წასვლას“ ნიშნავს) ორივე მშობელი – დედა ტერეზა ვაი და მამა, ლიქიორებით მოვაჭრე ჯონ ვაი, იტალიური წარმოშობის ამერიკელები არიან. სტივი თავისი ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილია[1].

2009 წლის 19 სექტემბერს ლოს-ანჯელესის მუსიკოსთა ინსტიტუტმა სტივ ვაის საზეიმო ვითარებაში მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება, რაც მისი არსებობის ისტორიაში მხოლოს ორჯერ მოხდა. ამ ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა განათლების დარგში ბეს მარლისმა ამ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„სტივ ვაიმ არამარტო შთააგონა მთელ მსოფლიოში არსებული უთვალავი მუსიკოსები და უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე როკ გიტარის ევოლუციაში, არამედ ხორცი შეასხა MI-ის (მუსიკოსების ინსტიტუტის) იდეას ხელოვან – განმანათლებლისა, რომელიც ერთმანეთს უთავსებს თავისი შემოქმედებითი ხედვის დაუცხრომელ ძიებას მომავალი თაობაზე ხელშეწყობის პასუხისმგებლობის გრძნობას“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bosso, Joe. (2015-12-15) Steve Vai: the 10 Records That Changed My Life en-GB. ციტირების თარიღი: 2016-01-10.