სტივენ ჰარდუეი მორისი (დ. სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი, 13 მაისი, 1950),[2], უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით სტივი უანდერი (ინგლ. Stevie Wonder) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. ვუნდერკინდი სტივი ითვლება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის კრიტიკოსების მიერ აღიარებულ და კომერციულად წარმატებულ ერთ-ერთ მუსიკოსად.[3] მისი კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში, როდესაც Motown-ის ლეიბლ Tamla-სთან კონტრაქტი გააფორმა[3]. უანდერი სახელი Motown-ს დღემდე უკავშირდება. მუსიკოსი დაბადებიდან მცირე პერიოდის შემდეგ სამუდამოდ დაბრმავდა.[4]

სტივი უანდერი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი
აგრეთვე ცნობილი როგორც სტივლენდ ჰარდუეი მორისი (იურიდიული)
პატარა სტივი უანდერი (სასცენო, ადრეული)
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1950 (1950-05-13) (73 წლის)
დაბ. ადგილი საგინოუ, მიჩიგანი, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • მულტი-ინსტრუმენტალისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ჰარმონიკა
  • დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1961–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი steviewonder.net
სტივი უანდერი ვიკისაწყობში

სტივის ცნობილ და პოპულარულ სინგლებს შორის არის „Signed, Sealed, Delivered I'm Yours“, „Superstition“, „Sir Duke“, „You Are the Sunshine of My Life“ და „I Just Called to Say I Love You“, ხოლო ალბომებიდან ყველაზე ცნობილია Talking Book, Innervisions და Songs in the Key of Life.[3] მის მიერ ჩაწერილი სიმღერებიდან 30-ზე მეტი აშშ-ის ჩარტების ათეულში მოხვდა და მიიღო 25 გრემი. მსოფლიოში გაყიდულია უანდერის 100 მილიონზე მეტი დისკი, რითაც იგი 60 ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის სიაშიც შედის.[5] სტივი აგრეთვე ცნობილია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. იგი მონაწილეობდა 1980 წლის კამპანიაში, რომლის ინიციატორებიც ითხოვდნენ, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს მინიჭებოდა დღესასწაულის სტატუსი.[6] 2009 წელს სტივი გახდა გაერთიანებული ერების მშვიდობის დესპანი.[7] 2013 წელს „ბილბორდმა“ დაბეჭდა ყველა დროის შემსრულებლების საიუბილეო ასეული, რომელშიც უანდერი მეექვსე ადგილს იკავებდა[8].

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. BlackPast.org — 2004.
  2. ლავი, დენის; ბრაუნი, სტეისი (2007) Blind Faith: The Miraculous Journey of Lula Hardaway, Stevie Wonder's Mother. Simon & Schuster. 
  3. 3.0 3.1 3.2 პერონი, ჯეიმზ ე. (2006). The Sound of Stevie Wonder: His Words and Music. Greenwood Publishing, გვ. xi–xii. 
  4. „Stevie Wonder: Blind faith“. The Independent. July 12, 2008. ციტირების თარიღი: July 29, 2008.
  5. დობუზინსკისი, ალექს (June 20, 2008). „Stevie Wonder embarks on "magical" summer tour“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 19, 2012. ციტირების თარიღი: September 16, 2011.
  6. პერონი, ჯეიმზ ე. (2006). The Sound of Stevie Wonder: His Words and Music. Greenwood Publishing, გვ. 83. 
  7. Singer-songwriter Stevie Wonder designated UN Messenger of Peace. United Nations (December 1, 2009). ციტირების თარიღი: April 27, 2010.
  8. Hot 100 55th Anniversary by the Numbers: Top 100 Artists, Most No. 1s, Biggest No. 2s & More. Billboard. ციტირების თარიღი: April 15, 2015.