სტეფან ელმასი (სომხ. Ստեփան Էլմաս დ. 1862 — გ. 11 აგვისტო, 1937) — სომეხი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი.

სტეფან ელმასი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1864(1864-12-24)[1] [2]
დაბ. ადგილი იზმირი, ოსმალეთის იმპერია[1] [2]
გარდ. თარიღი 11 აგვისტო, 1937(1937-08-11)[3] [1] [2] (72 წლის)
გარდ. ადგილი ჟენევა[1] [2]
დასაფლავებულია სამეფო სასაფლაო[4]
ეროვნება სომხები[5] [1] [2]
საიტი stephanelmas.org
სტეფან ელმასი ვიკისაწყობში

ცხოვრება რედაქტირება

ეტეჰან ელმასი დაიბადა 1862 წელს, მდიდარი მეწარმეების ოჯახში, სმირნაში (ახლანდელი იზმირი), სპარსეთის იმპერიის ქალაქში. მალევე გაირკვა, რომ პატარა ბიჭს გამოურჩეული უნარები გააჩნდა: მან დაიწყო პიანინოს გაკვეთილებზე სიარილი და პატარა საფორტეპიანო ნაწვეტების დაწერა ადგილობრივი მუსიკის მასწავლებლის, ბატონ მოზერის მეთვალყურეობის ქვეშ; აწ უკვე 13 წლის ასაკში, ახალგაზრდა ვირტუოზი ასრულებდა ყოვლისმომცველ პიანინოს რეციდივს.

1879 წლის ივლისში, მისი მასწავლებლის წაქეზებით - მაგრამ ოჯახის სურვილების საწინააღმდეგოდ - სტეფან ელმასი გაემგზავრა ვაიმარში, გერმანიაში, ფრანც ლისტის მოსმენის იმედით. აქ იგი დიდებულ ოსტატს შეხვდა: ლისტმა მას ურჩია, რომ წასულიყო ავსტრიაში და ემუშავა ვენის კონსერვატორიის პროფესორ ანტონ დოორთან[6] და ფრანც კრემთან, გამორჩეულ კომპოზიტორსა და საეკლესიო მუსიკოსთან.

ვენაში, ჩვიდმეტი წლის ელმასმა საკუთარი დრო ორად გაყო, რათა ფორტეპიანოსთან ერთად კომპოზიციებიც შეესწავლა; ვენაში მისი დებიუტი შედგა 1885 წელს: მოვლენა, რომელმაც პრესაში დიდი აღიარება მოიპოვა. მან თავისი 6 ეტიუდი (1881) მიუძღვნა ფრანც ლისტს და ვიქტორ ჰიუგოს.

ელმასს ლისტთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და მისგან ხშირად იღებდა რჩევებს. 1886 წელს, იგი სწრაფად დაბრუნდა მშობლიურ სმირნაში, რათა მამის დაკრძალვას დასწრებოდა, თუმცა შემდეგ კვლავ ევროპაში დაბრუნდა, რადგან მიხვდა რომ ევროპას მისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეეძლო. შემდეგ პერიოდში მას დატვირთული გრაფიკი ჰქონდა; კონცერტის ჩატარება უწევდა: საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. ელმასს პროგრამაში ძირითადად საკუთარი ნამუშევრები ჰქონდა, თუმცა აგრეთვე ასრულებდა ბეთჰოვენის, შოპენისა და შუმანის ნაწარმოებებს.

მოგზაურობის დროს, ელმასმა მჭიდროდ გაიცნო: რუსი კომპოზიტორი და პიანისტი ანტონ რუბინშტეინი, ფრანგი კომპოზიტორი ჯულეს მასენეტი, ფრანგი პიანისტი ჯოზეფ-ედუარდ რიზლერი და ფრანგი ლექსიკოგრაფი გეი დე ლუსინიანი. 1912 წელს მან აიღო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჟენევაში, შვეიცარია და აქვე განაგრძო საკუთარი საქმიანობაც.

ელმას კომპოზიცია სწრაფი და ძალიან მარტივია. ალბათ ეს ახსნის იმას, თუ რატომ არ განიხილავდა ზოგჯერ კომპოზიციებს საკმარისად.

ბოლო პერიოდში, პიანისტ არმენ ბაბახანიანის ძალისხმევის წყალობით კომპოზიტორის ნამუშევრებმა აღორძინება განიცადა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Ով ով է. հայեր / Հ. ԱյվազյանԵրևան: Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 2005. — ტ. 1. — გვ. 408.
  3. IMSLP — 2006.
  4. Kathari S., Riliet N. Histoire et Guide des cimetières genevoisGenève: Éditions Slatkine, 2009. — P. 502. — ISBN 978-2-8321-0372-2
  5. Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'huiMaisons-Alfort: 2021. — P. 188. — ISBN 978-2-905686-93-0
  6. see also de:Anton Door