სტეფანოზ Iქართლის ერისმთავარი VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში (დაახლოებით 590/591—604/605), ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამ კურაპალატის ძე. ატარებდა პატრიკიოზის ბიზანტიურ ტიტულს. შემდეგ განუდგა ბიზანტიას და სპარსეთის ორიენტაციის გზას დაადგა.

სტეფანოზი
ქართლის ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 590/591
მმართ. დასასრული: 604/605
წინამორბედი: გუარამ I კურაპალატი, (ერთი მონეტის საფუძველზე შესაძლოა იყოს — ჯუანშერ I)
მემკვიდრე: ადარნასე
გარდ. თარიღი: 605
შვილები: ადარნასე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გუარამი
ქართლის ერისმთავრის - სტეფანოზ პირველის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტა ქართული წარწერით და ჯვრის გამოსახულებით. მე-7 საუკუნე

ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, ბერძენთა (ბიზანტიელები) და სპარსთა შიშით მეფის ტიტულის ტარება ვერ გაბედა. სტეფანოზ I თვის ძმასთან — დემეტრესთან ერთად იყო მცხეთის ჯვრის ეკლესიის ერთ-ერთი აღმშენებელი. მისი რელიეფური გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე.

იგი განაგებდა ქართლის სახელმწიფოს უდიდეს ნაწილს, რომელიც თავისუფალი იყო სპარსელთა პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენისაგან. მის დროს მოიჭრა ორი სახის მონეტა, რომლებიც სასანური დრაქმების მინაბაძს წარმოადგენენ. პირველი სახის მონეტაზე გამოსახულია ჰორმიზდ IV-ის პორტრეტი ფალაური წარწერით, მონეტის კედელზე ოთხი ქართული ასოა ჩასმული „სფნზ“ – სტეფანოზ. მონეტის ზურგზე, კი იქ სადაც სასანურ მონეტებზე გამოსახული იყო ცეცხლი, დგას ჯვარი. აღნიშნული მონეტა დაცულია ბერლინის მუზუმში. მეორე სახის მონეტა ათზე მეტია ჩვენამდე მოღწეული. მასზე აღარ გვხვდება ფალაური წარწერები, მონეტის შუბლზე გამოსახულია თავად სტეფანოზი, რაც მიუთითებს მის ფაქტობრივ დამოუკიდებლობაზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 567.
  • მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
  • აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977
წინამორბედი:
გუარამ I კურაპალატი
ქართლის ერისთავი
დაახლ. 595 - 605
დაახლ. 600 - 619ვახუშტი ბატონიშვილი
შემდეგი:
ადარნასე