სტეფანი ბარნსი

ამერიკელი ქიმიკოსი

სტეფანი ბარნსი (დ. 24 იანვარი, 1955, ტორინგტონი) — ამერიკელი ქიმიკოსი და ბიზნესმენი, რომელიც იკავებდა „Dow Corning-ის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2003-2011 წლებში. ბარნსი იყო ინდუსტრიული ქიმიის საზოგადოების პრეზიდენტიც.

სტეფანი ბარნსი
დაბ. თარიღი 24 იანვარი, 1955(1955-01-24) (69 წლის)
დაბ. ადგილი ტორინგტონი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი
ალმა-მატერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აიოვის შტატის უნივერსიტეტი და მონპელიეს უნივერსიტეტი

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

ბარნსი დაიბადა ტორინგტონში. მამამისი იყო ინგლისურისა და ისტორიის პროფესორი, დედა კი — უძრავი ქონების აგენტი. ბაკალავრის ხარისხით დაასრულა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი მაიამიში, ორგანული ქიმიის დოქტორანტურა კი აიოვას შტატის უნივერსიტეტში[1] მანამ, სანამ საფრანგეთის მონტპელიერის უნივერსიტეტში პოსტ-დოქტორულ სწავლას დაიწყებდა.[2]

კარიერა რედაქტირება

ბარნსი საფრნგეთში „Dow Corning-ს“ 1982 წელს[3] შეუერთდა როგორც მკვლევარი და ორგანოსილიციუმის შემსწავლელი ქიმიის სპეციალისტი, სადაც ის ნახშირბადისა და სილიციუმის ურთიერთქმედებას იკვლევდა.[1] მან ამ საკითხში არაერთი რამ აღმოაჩინა, მათ შორისაა სითბოგამძლე რეზინის შექმნის ახალი გზები.[1] 1997 წელს გადავიდა ბრიუსელში მას შემდეგ, რაც ევროპის მეცნიერებისა ტექნოლოგიების დირექტორი გახდა.[2] 200 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, დაინიშნა ფირმის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად, 3 წლის შემდეგ კი მისი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.[1] ბარნსი „Dow Corning-ის“ აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე იკავებდა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Stephanie Burns. Chemical Heritage Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 12, 2016. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 Dr Stephanie Burns. GSK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 16 November 2015.
  3. Zipkin, Amy (28 January 2007). „Delight in Science, Then and Now“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 November 2015.