სტერჟის კუნძული (ინგლ. Sturge Island) — ყველაზე დიდი კუნძული დაუსახლებელი ბალენის კუნძულების სამი მთავარი კუნძულიდან, რომელიც მდებარეობს სამხრეთის ოკეანეში (სომოვის ზღვა), ახალი ზელანდიიდან სამხრეთით. ის იმყოფება 25 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთში ბაკლის კუნძულიდან და 95 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთში ანტარქტიდის მატერიკიდან.

სტერჟის კუნძული

სტერჟის კუნძულის რუკა
გეოგრაფია
67°25′ ს. გ. 164°44′ დ. გ. / 67.417° ს. გ. 164.733° დ. გ. / -67.417; -164.733
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 437,4 კმ²
სიგრძე 37 კმ
სიგანე 9 კმ
უმაღლესი წერტილი 1524 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0

გეოგრაფია რედაქტირება

კუნძულს დაახლოებით აქვს პარალელოგრამის ფორმა, უფრო გრძელია აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებისკენ და მოკლეა ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროებისკენ. მისი მაქსიმალური სიგრძე შეადგენს 37 კმ-ს, ჩრდილოეთით ფრიმენის კონცხსა და სამხრეთით კეიპ-სმიტის კონცხს შორის[1], ხოლო სიგანე დაახლოებით 9 კმ-ია.

კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის 1705 მეტრი[2] ან 1524 მეტრი[3] (პიკი ბრაუნი). ეს ასევე ბალენის კუნძულების ყველაზე მაღალი წერტილია.

კუნძულები შედის ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედების ზონაში, მაგრამ, ახალ ზელანდიას კუნძულები შეჰყავს საკუთარი ანტარქტიკის ტერიტორიების შემადგენლობაში (როსის ტერიტორია).

ისტორია რედაქტირება

კუნძულები 1839 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ ბალენმა და სახელიც მის პატივსაცემად დაერქვა.

სქოლიო რედაქტირება

  1. U.S. Geological Survey Geographic Names Information System: Sturge Island[მკვდარი ბმული]
  2. Brown Peak, Composite Gazetteer of Antarctica, Scientific Committee on Antarctic Research. US source.
  3. Brown Peak, Composite Gazetteer of Antarctica, Scientific Committee on Antarctic Research. NZ source.