სპასოვკა

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

სპასოვკასოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გორელოვკის თემში.[2] 2002 წლის მონაცემებით სოფელ სპასოვკის მოსახლეობა შეადგენს 381 ადამიანს.[3] სოფელში არის ორი საჯარო სკოლა: N1 ქართულენოვანი და N2 სომხურენოვანი[4][5] სოფლის მთავარი სამეურნეო დარგია მეცხოველეობა.

სოფელი
სპასოვკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი გორელოვკა
კოორდინატები 41°15′01″ ჩ. გ. 43°39′37″ ა. გ. / 41.25028° ჩ. გ. 43.66028° ა. გ. / 41.25028; 43.66028
ცენტრის სიმაღლე 2040
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 269[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 73 %
სომხები 25 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სპასოვკა — საქართველო
სპასოვკა
სპასოვკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
სპასოვკა
სპასოვკა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სპასოვკა

გეოგრაფია რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ბუღდაშენის (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის საზღვართან ახლოს. ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. ჰავა მკაცრია.[6]

ისტორია რედაქტირება

სოფელი 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა.[7] 1990-იან წლებში სოფელში დასახლდნენ მეკეიძეებიდან გადასახლებული ეკომიგრანტები.[8]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-05-27.
  3. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-05-27.
  4. სპასოვკის №1 საჯარო სკოლა
  5. სპასოვკის №2 საჯარო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-09-16.
  6. ა. ზამბახიძე, „სპასოვკაში“ //გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ გვ. 3 — 26 თებერვალი, 2004
  7. ხუციშვილი ლ., პაპუაშვილი ნ., დუხობორები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 276, ISBN 978-9941-0-0902-0.
  8. სიხარულიძე ი., „სოფელი სამი სახელმწიფოს საზღვარზე“ //გაზეთი „ალიონი“ N 14 გვ. 4 — 2007