სოც-არტი (რუს. Соц-арт) — პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირში 1970-იან წლებში, ე. წ. ალტერნატიული კულტურის ჩარჩოებში, რომელიც იმ პერიოდის სახელმწიფო იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.

დმიტრი ვრუბელი, გრაფიტი ბერლინის კედელზე

სოც-არტი წარმოიშვა, როგორც პაროდია ოფიციალურ საბჭოთა ხელოვნებასა და, ზოგადად, მასკულტურის თანამედროვე სახეებზე, რაც გამოიხატა მის ირონიულ სახელწოდებაშიც, რომელშიც გაერთიანდა სოცრეალიზმისა და პოპ-არტის ცნებები. საბჭოთა პოლიტ-აგიტაციის მოტივებზე შექმნილი საბჭოთა ხელოვნების ოდიოზური კლიშეების, სიმბოლოებისა და სახეების გამოყენებითა და გადამუშავებით, სოც-არტი ცდილობდა მათში ნამდვილი არსი წარმოეჩინა და გაეთავისუფლებინა მაყურებელი იდეოლოგიური სტერეოტიპებისგან. ირონია, გროტესკი, თავისუფალი ციტირება, მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება (ფერწერიდან სივრცულ კომპოზიციებამდე) გახდა ამ მიმართულების თვალშისაცემი, ეკლექტური მხატვრული ენის საფუძველი.

სოც-არტის შემქმნელებად ითვლებიან მოსკოველი მხატვრები ვიტალი კომარი და ალექსანდრ მელამიდი, რომელთა გარშემო 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა თანამოაზრე მხატვართა წრე. სხვადასხვა დროს ამ გაერთიანებაში იყვნენ ალექსანდრ კოსოლაპოვი, ლეონიდ სოკოვი, დმიტრი პრიგოვი, ბორის ორლოვი, ჯგუფების "გნეზდო" და "მუხომორი" წევრები.

მიმდინარეობამ 1990-იან წლებამდე იარსება - ამ პერიოდში განვითარებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მათი იდელოგოიური საწყისები არააქტუალური გახადა.

წყაროები რედაქტირება

  • Мировое искусство. Иллюстрированная энциклопедия.
  • Карасёва М. Соц-арт начинает и выигрывает // Культура. — 2007. — 18 сент.