სოფორა (Sophora) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი (იშვიათად მარადმწვანე) ხეები და ბუჩქებია. ზოგჯერ — მრავალწლოვანი ბალახი.

სოფორა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Sophora

20-მდე (სხვა მონაცემებით 70-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ, იშვიათად ზომიერ სარტყელში. შუა აზიაში, დასავლეთ ციმბირსა და კავკასიაში ბუნებრივად იზრდება სოფორას 5 სახეობა. ყოფილ სსრკ-ის სამხრეთით ფართოდ არის მოშენებული იაპონური სოფორა (Sophora Japonica). იგი გაშლილვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 10-15 მ აღწევს, სამშობლოში (ჩინეთი და იაპონია) — 25-30 მ. აქვს მტევნებად ან საგველად შეკრებილი მოყვითალო-თეთრი ყვავილები. დეკორატიული და თაფლოვანი მცენარეა. კარგად ხარობს თბილისში.

ლიტერატურა რედაქტირება