სოფონისბა ანგისოლა

სოფონისბა ანგისოლა (იტალ. Sofonisba Angussola; დ. 1532 — გ. 16 ნოემბერი 1625) — რენესანსული პერიოდის გამოჩენილი იტალიელი ფერმწერი, ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი. ძირითადად მუშაობდა სამეფო ოჯახის პორტრეტების შექმნაზე და იყო დედოფალ ელიზაბეტა ვალუას ფავორიტი მხატვარი.

სოფონისბა ანგისოლა
Sofonisba Anguissola
დაიბადა 1532
დაბადების ადგილი კრემონა, ლომბარდია, იტალია
გარდაიცვალა 16 ნოემბერი 1625
გარდაცვალების ადგილი პალერმო, სიცილია, იტალია
ეროვნება იტალიელი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა რენესანსი
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[1] , ისტორიული ფერწერა[2] , საჟანრო ფერწერა[2] , რელიგიური ფერწერა[2] და პორტრეტი[2]

ანგისოლას ოჯახი რედაქტირება

სოფონისბა ანგისოლა დაიბადა 1532 წელს ჩრდილო იტალიურ ქალაქ კრემონაში, რომელიც ეკუთვნოდა მილანის საჰერცოგოს (იმ პერიოდში მილანის საჰერცოგო ესპანეთის კოლონია იყო). სოფონისბა ოჯახში პირველი შვილი იყო, მის შემდგომ კი ანგისოლას მშობლებს კიდევ ექვსი შვილი შეეძინათ. თუმცა ოჯახში იგი ერთადერთი მხატვარი როდი იყო. მის გარდა ბრწყინვალედ ხატავდა მისი უმცროსი და — ლუჩია ანგისოლა. ანგისოლას ოჯახი არისტოკრატული წარმომავლობისა იყო და მან ბავშვობა ფუფუნებაში გაატარა.

სოფონისბას მამა მიეკუთვნებოდა გენუის არისტოკრატთა ფენას, ხოლო დედა — ბიანკა პონცონე, ასევე მაღალი ფენის წარმომადგენელი იყო. მას დედა ხუთი წლის ასაკში გარდაეცვალა, რამაც გარკვეული კუთხით გავლენა იქონია სოფონისბას ნამუშევრებზე.

სოფონისბა ბავშვობიდანვე დაჯილდოებული იყო დიდი სამხატვრო ნიჭით და ესწრაფვოდა ხელოვნების ამ დარგის სრულყოფილ დაუფლებას. მისი შემოქმედება კი იმდენად მომხიბლავი გახდა, რომ იგი მალე მილანში გაემგზავრა ჰერცოგი ალბას პორტრეტის შესაქმნელად. 1558 წელს მისი ნიჭით აღფრთობულმა ჰერცოგმა სოფონისბას რეკომენდაცია გაუწია თვით ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთან. ფილიპესგან სოფონისბამ მალევე მიიღო მიწვევა ესპანეთის სამეფო კარზე, რაც მისი უდიდესი ტალანტის კიდევ ერთი დასტური გახდა.

ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი რედაქტირება

27 წლის ასაკში - 1559 წელს სოფონისბა ანგისოლა ტოვებს ოჯახს და ესპანეთში მიემგზავრება. იქ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედოფალ ელიზაბეტა ვალუაზე (ფილიპე II-ის რიგით მესამე ცოლი). მალევე ელიზაბეტა ვალუას ხელშეწყობით იგი ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი გახდა. მან დედოფლის დიდი ნდობა მოიპოვა, რომელიც აღფრთოვანებული იყო სოფონისბას შემოქმედებით.

ესპანეთში ყოფნისას იგი ძირითადად ხატავდა სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტებს. მან დახატა: ფილიპე II, მისი ვაჟი დონ კარლოსი, ელიზაბეტა ვალუა, ანა ავსტრიელი, ისაბელ კლარა ეუხენია, კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი, მარია ესპანელი, ხუანა ავსტრიელი და სხვა სამეფო ოჯახის წეევრები.1568 წელს გარდაიცვალა დედოფალი ელიზაბეტა ვალუა, რის შემდგომაც სოფბნისბა ანგისოლა კლავ იტალიაში ბრუნდება

დარჩენილი ცხოვრება რედაქტირება

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან გაიცნო, ყოფილი გემის კაპიტანი ორაციო ლომელინო და მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა (სოფონისბა 47 წლის იყო, ორაციო კი მასზე ბევრად ახალგაზრდა) 1580 წელს ისინი ქალაქ პიზაში ქორწინდებიან. მეუღლე მას ყოველმხრივ და განსაკუთრებით მხატვრობაში დიდ დახმარებას უწევდა, რაც მათი ბედნიერი თანაცხოვრების თვალნათელი მაგალითია. ისინი გენუაში დასახლდნენ, სადაც ორაციომ სახელოსნო გაუხსნა და ყველანაირი პირობა შეუქმნა სამუშაოდ. მის სახელოსნოს ამ პერიოდის უამრავი დიდი მხატვარი სტუმრობდა. ამან შემდგომში დიდი გავლენა იქონია სხვა მხატვრების შემოქმედებაზე, როგორებიცაა: ლივინია ფონტანა, ფედე გალიცია, ბარბარა ლონგი და არტემიზია ჯენტილესკი.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი არა მხოლოდ პორტრეტებს, არამედ რელიგიურ თემაზეც ხატავდა. მეუღლის წარმატებულმა ვაჭრობამ და ფილიპე II-ის მიერ დანიშნულმა დიდმა პენსიამ მას საშუალება მისცა, რომ სიცოცხლის დარჩენილი დრო კომფორტში გაეტარებინა. იგი ამ პერიოდის გენუის საუკეთესო „პორტრეტისტი“ მხატვარი გახდა. 1620 წელს გენუიდან კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ პალერმოში გადასახლდნენ, სადაც მან დახატა საკუთარი უკანასკნელი ავტოპორტრეტი. სოფონისბა ანგისოლა გარდაიცვალა 1625 წლის 16 ნოემბერს, პალერმოში.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chadwick, Whitney (1990). Women, Art, and Society. London: Thames and Hudson. ISBN 0-500-20354-7. 
  • Ferino-Pagden, Sylvia; Kusche, Maria (1995). Sofonisba Anguissola: A Renaissance Woman. National Museum of Women in the Arts. ISBN 0-940979-31-4. 
  • Harris, Ann Sutherland; Nochlin, Linda (1976). Women Artists: 1550–1950. New York: Los Angeles County Museum of Art, Knopf. ISBN 0-394-41169-2. 
  • Perlingieri, Ilya Sandra (1992). Sofonisba Anguissola. Rizzoli International. ISBN 0-8478-1544-7. 
  • Pizzagalli, Daniela (2003). La signora della pittura: vita di Sofonisba Anguissola, gentildonna e artista nel Rinascimento (Italian). Milan: Rizzoli. ISBN 88-17-99509-6. 

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

  • Boullosa, Carmen. La virgen y el violín (Spanish). Madrid: Editorial Siruela; Mexico: Debolsillo, Random House Mondadori.  (a novel on Sofonisba Anguissola's life)
  • Fredrika Jacobs, "Woman's capacity to create: The unusual case of Sofonisba Anguissola", ibid., pp. 74–101
  • Sofonisba Anguissola: A Renaissance Woman, exh. cat., National Museum of Women in Arts, Washington, DC, 1995
  • Charles de Tolnay, "Sofonisba Anguissola and her relations with Michelango", Journal of the Walters Art Gallery, iv, 1941, pp. 115–19
  • Flavio Caroli, Sofonisba Anguissola e le sue sorelle, Milan: Mondadori, 1987
  • Mary Garrard, "Here's looking at me: Sofonisba Anguissola and the problem of the woman artist", Renaissance Quarterly, xlvii, 1994, pp. 556–622
  • The Creation of Eve by Lynn Cullen
  • Francesco Giordano, Sofonisba Anguissola: una vita per la pittura, I Paternesi de La Sicilia, Catania 29 giugno 2006
  • Francesco Giordano, Sofonisba Anguissola a Paternò, Ricerche-C.R.E.S. Centro di ricerca economica e scientifica, Catania Anno 12 - N.1, 2008

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Kuiper K. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 RKDartists