სოფი ლორენი (ინგლ. Sophia Loren; დ. 20 სექტემბერი, 1934) — იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს - ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.

სოფი ლორენი
დაბადების სახელი სოფია ვილანი შიკოლონე
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1934 (1934-09-20) (89 წლის)
რომი, იტალია
სხვა სახელები სოფია ლაძარო
სოფია შიკოლონე
აქტიური 1950–დღემდე
მეუღლე(ები) კარლო პონტი (1957-1962, 1966-2007)
მშობლები მამა: რიკარდო შიკოლონე
რომილდა ვილანი
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1961 — ჩოჩარა
აკადემიის ჰონორარის ჯილდო

1991 — Lifetime Achievement
ოქროს გლობუსი

სესილ ბ. დემილის ჯილდო

1995 — Lifetime Achievement
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი

1961 — ჩოჩარა
სხვა ჯილდოები

კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის

1961 — ჩოჩარა
საიტი ოფიციალური საიტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ცხოვრების ადრეული წლები რედაქტირება

ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო — შიკოლონე.

სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.

სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე „გინდა გახდე „ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. "კონკურსის ფინალში ერთ–ერთ მშვენიერებათაგანს ვარდისფერი ფარდისგან შეკებილი კაბა ეცვა და კეფლის საღებავით სახელდახელოდ თეთრად შეღებილი ფეხსაცმელი. შესანიშნავი გოგონაა. ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა"[1].

კარიერა რედაქტირება

1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“, სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.

საერთაშორისო წარმატება რედაქტირება

Paramount Pictures–სთან კონტრაქტის შემდეგ, ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „სურვილი თელების ქვეშ“ ენტონი პერკინსთან ერთად; „მცურავი სახლი“, რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში „ჰელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში“, სადაც იგი პირველად გამოჩნდა ქერა თმებში (პარიკით).

1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში „ჩოჩარა“, რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა განსახიერებული როლისთვის ოსკარის ჯილდო მიიღო , კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი. ეს იყო აკადემიის პირველი ჯილდო არაინგლისურენოვანი შესრულებისთვის. თავდაპირველად, ფილმში ლორენის დედა უნდა ყოფილიყო მსახიობი ანა მანიანი, მაგრამ მან დაიწუნა ლორენი გარეგნობით, და მოითხოვა, რომ არა თვითონ, არამედ ლორენი ყოფილიყო მისი დედა. ვიტორიო დე სიკამ ძლივს დაიყოლია და საბოლოოდ ლორენმა ითამაშა დედის როლი, რაც მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

1960–იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში, და იგი აგრძელებდა ფილმებში როლების მიღებას ამერიკასა და ევროპაში. 1964 წელს, მან მიაღწია კარიერის ზენიტს, როდესაც მიიღო1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“

ლორენის ყველაზე ცნობილი ფილმებია ამ პერიოდიდან: „მილიონერი ქალი“ (1960) პიტერ სელერსთან ერთად, „ეს დაიწყო ნეაპოლში“ (1960) კლარკ გეიბლთან ერთად, ვიტორიო დე სიკას ფილმი გუშინ, დღეს, ხვალ (1963) მარჩელო მასტროიანისთან ერთად, პიტერ უსტინოვის „ლედი ლ'“ (1965) პოლ ნიუმენთან ერთად, 1966 წლის კლასიკაში „არაბესკა“ გრეგორი პეკთან ერთად, და ჩარლი ჩაპლინის ფინალურ ფილმში გრაფინია ჰონგ კონგიდან (1967) მარლონ ბრანდოსთან ერთად.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1951 ვიდრე ჰხვალ? Quo Vadis ლიგიას მონა
1951 ანა Anna ღამის კლუბის ასისტენტი
1953 ორი ღამე კლეოპატრასთან Two Nights with Cleopatra კლეოპატრა
1953 აიდა Aida აიდა
1954 ნეაპოლის ოქრო The Gold of Naples სოფია
1954 ატილა Attila ჰონორია
1958 გასაღები The Key სტელა
1985 შავი ორქიდეა The Black Orchid როსე ბიანკო
1960 ჩოჩარა Two Women ჩეზირა
1961 ელ სიდი El Cid ჩიმენა
1962 ბოკაჩო 70 Boccaccio '70 ზოი
1962 ალტონას ტყვეები I sequestrati di Altona იოჰანა
1963 გუშინ, დღეს, ხვალ Yesterday, Today and Tomorrow ადელინა / ანა / მარა
1964 რომის იმპერიის დაცემა The Fall of the Roman Empire ლუსილა
1964 ქორწინება იტალიურად Marriage Italian-Style ფილუმენა მარტურანო
1964 ლედი ლ Lady L ლედი ლუიზ ლენდეილი
1966 ჯუდითი Judith ჯუდითი
1966 არაბესკა Arabesque იასმინ აზირი
1967 გრაფინია ჰონგ-კონგიდან A Countess from Hong Kong ნატაშა
1974 ვერდიქტი Verdict ტერესა ლეონი
1974 ტფ მოკლე შეხვედრა Brief Encounter ანა ჯესონი
1976 კასანდრას გზაჯვარედინი The Cassandra Crossing ჯენიფერ ჩემბერლენი
1978 ანჯელა Angela ანჯელა კინკეიდი
1984 ტფ ავრორა Aurora ავრორა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ცხოვრების ადრეული წლები & პირადი ცხოვრება – ჟურნალი "ბომონდი". 2008, აპრილი