სოფია პფალცელი (გერმ. Sophie von der Pfalz), აგრეთვე ცნობილია როგორც სოფია ჰანოვერელი (ინგლ. Sophia of Hanover; დ. 14 ოქტომბერი, 1630, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 8 ივნისი, 1714, ჰანოვერი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტისა და ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ისა და დედოფალ ელიზაბეთ სტიუარტის ნაბოლარა ასული. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია 1679-1698 წლებში და ჰანოვერის დედოფალი 1692-1698 წლებში. მეფე ერნესტ ავგუსტის მეუღლე. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის დედა.

სოფია პფალცელი
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 18 დეკემბერი, 1679
მმართ. დასასრული: 23 იანვარი, 1698
წინამორბედი: ბენედიქტა ჰენრიეტა პფალცელი
მემკვიდრე: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
ჰანოვერის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 დეკემბერი, 1692
მმართ. დასასრული: 23 იანვარი, 1698
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი, 1630
დაბ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 8 ივნისი, 1714, (83 წლის)
გარდ. ადგილი: ჰანოვერი, გერმანია
მეუღლე: ერნესტ ავგუსტი, ჰანოვერის მეფე
შვილები: ჯორჯ I, დიდი ბრიტანეთის მეფე
სოფია შარლოტა, პრუსიის დედოფალი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფრიდრიხ V, ბოჰემიის მეფე
დედა: ელიზაბეთ სტიუარტი
რელიგია: კალვინიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
სოფია 1641 წელს

სოფია დაიბადა 1630 წლის 14 ოქტომბერს ჰააგაში, ნიდერლანდებში. იგი იყო კურპფალცისა და ბოჰემიის ჩამოგდებული მეფის, ფრიდრიხ V-ისა და მისი მეუღლის, ელიზაბეთ სტიუარტის ნაბოლარა შვილი. დედამისი ინგლისის, ირლანდიისა და შორლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის ასული, ჩარლზ I-ის და, ასევე ჩარლზ II-ისა და ჯეიმზ II-ის მამიდა იყო.

1658 წლის 30 სექტემბერს სოფია ცოლად შერთეს ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ერნესტ ავგუსტს. მათი ქორწილი ჰაიდელბერგში შედგა. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად ერგებოდნენ, როგორც დანიის მეფე კრისტიან III-ის შვილთაშვილები.

მას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც ქმარზე, ასევე ვაჟებზე. იგი დიდ როლს ასრულებდა თავისი ვაჟების აღზრდაში. 1664-65 წლებში სოფია სამოგზაუროდ იტალიაში იყო, თუმცა იქიდანაც ახერხებდა ოჯახიზე ძალაუფლების შენარჩუნებას. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ოთხი ვაჟი და ქალიშვილი გააჩინა. საბოლოოდ მას სულ შვიდი შვილი შეეძინა, რომელთაგან მხლოდ ერთი იყო გოგონა.

მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო მოლაპარაკებები თავად დაიწყო, სოფია ეწინააღმდეგებოდა თავისი უფროსი ვაჟის, ჯორჯ ავგუსტის დაქორწინებას სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელზე. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 1694 წელს სოფიამ რძალი ქმრის ღალატში ამხილა და ვაჟი აიძულა, რომ სოფია დოროთეასთან განქორწინებულიყო.

ამ ყველაფრის პარალელურად, 1692 წელს გარდაიცვალა მისი ბიძაშვილი მერი II, რის შემდეგაც 1702 წელს ასევე უშვილოდ დაიღუპა მერის ქმარი უილიამ III. ამგვარ პირობებში ინგლისის ტახტს სოფიას კიდევ ერთი ბიძაშვილი, დედოფალი ანა იკავებს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვიდმეტჯერ იმშობიარა, მემკვიდრის პრობლებას უჩიოდა, რადგან ყველა მისი ბავშვი მალევე დაიღუპა. ამის გამო, ჯერ კიდევ 1700 წელს, ჰეტ ლოში უილიამ III-მ სოფია პფალცელი ინგლისის ტახტის მეორე მემკვიდრედ დაასახელა, ანას შემდეგ.

 
ხანში შესული სოფია პფალცელი

1701 წელს ინგლისის პარლამენტმა მემკვიდრეობის აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც დედოფალ ანას უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში ტახტს მისი ბიძაშვილი სოფია პფალცელი დაიკავებდა. თავდაპირველად ანა ამ ყველაფრის დიდი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა მას პროტესტანტული აღმსარებლობის მემკვიდრე სჭირდებოდა, რადგან ტახტზე მისი კათოლიკე ნახევარ-ძმა ედავებოდა. 1705 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ ბავშვების გაჩენა აღარ შეეძლო, ანამ ახალი აქტი გამოსცა, რომლითაც სოფია ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სამეფო ტახტების პირველ მემკვიდრედ გამოაცხადა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ანა სოფიაზე რამდენიმე წლით იყო და უკეთესი ჯანმრთელობაც ჰქონდა. 1714 წლის 5 ივნისს სოფიას დაავადებამ იმძლავრა და იგი ჩალოგინდა. იგი ამ ამბიდან მესამე დღეს, 8 ივნისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰანოვერში. მისი დაღუპვიდან ორ თვეში, 1714 წლის 1 აგვისტოს უშვილოდ გარდაიცვალა დედოფალი ანაც, 49 წლის ასაკში, რის გამოც ტახტი სოფიას ვაჟმა, ჯორჯ I-მა დაიკავა.

შვილები რედაქტირება

  1. ჯორჯ I (1660-1727), დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე 1714-1727 წლებში. ცოლად შეირთო სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ჯორჯ II და ასევე პრუსიის დედოფალი სოფია დოროთეა ჰანოვერელი;
  2. ფრიდრიხ ავგუსტი (1661-1690), იმპერიული გენერალი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. მაქსიმილიან ვილჰელმი (1666-1726), იმპერიული არმიის ფელდ მარშალი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. სოფია შარლოტა (1668-1705), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგისა და პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I;
  5. კარლ ფილიპე (1669-1690), იმპერიული არმიის კოლონელი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  6. კრისტიან ჰაინრიხი (1671-1703), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  7. ერნესტ ავგუსტი (1674-1728), იორკისა და ალბანის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hatton, Ragnhild (1978). George I: Elector and King. London: Thames and Hudson. pp. 26–28. ISBN 0-500-25060-X.
  • Horwitz, Henry (1977). Parliament, policy, and politics in the reign of William III. Manchester University Press ND. pp. 276. ISBN 0-7190-0661-9.
  • Sharpe, Kevin (1998). Refiguring revolutions: aesthetics and politics from the English revolution to the Romantic revolution. University of California Press. p. 59. ISBN 0-520-20920-6.
  • Sachse, William Lewis (1975). Lord Somers: a political portrait. Manchester University Press ND. p. 236. ISBN 0-7190-0604-X.
  • Picknett, Lynn, Prince, Clive, Prior, Stephen & Brydon, Robert (2002). War of the Windsors: A Century of Unconstitutional Monarchy, p. 206. Mainstream Publishing. ISBN 1-84018-631-3.
  • Israel, Johnathan I. Radical Enlightenment. Oxford University Press, 2001, 84.