სოფია დე ბურბონი (ესპ. Sofía de Borbón; დ. 29 აპრილი, 2007) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ისა და დედოფალ ლეტიცია ორტისის ქალიშვილი. ესპანეთის სამეფო ტახტის რიგით მეორე ტახტის მემკვიდრე თავისი უფროსი დის, პრინცესა ლეონორის შემდეგ.

სოფია დე ბურბონი
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 2007 (2007-04-29) (16 წლის)
რუბერის საერთაშორისო ჰოსპიტალი, მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტა
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ფილიპე VI, ესპანეთის მეფე
დედა: ლეტიცია ორტისი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ინფანტა სოფია დაიბადა 2007 წლის 29 აპრილს, საღამოს 16:50 საათზე, დედაქალაქ მადრიდის რუბერის საერთაშორისო ჰოსპიტალში, საკეისრო კვეთის მეშვეობით. ისევე, როგორც მისი უფროსი დის, ლეონორის დაბადების ამბავი, ამ ამბავმაც პერსონალისაგან გაჟონა მედიაში. ამის შემდეგ, მალევე გამოცხადდა, რომ მისი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები ბელგიის სისხლის ბანკში გადაიგზავნებოდა. მისი მშობლები იყვნენ ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ისა და დედოფალ სოფია ბერძენის ვაჟი, ასტურიის პრინცი ფილიპე დე ბურბონი და მისი მეუღლე, პრინცესა ლეტიცია ორტისი.

სოფიას სახელი ბებიამისის, დედოფალ სოფია ბერძენის პატივსაცემად დაარქვეს. 2007 წლის 15 ივლისს, სარსუელას სასახლის ბაღებში პრინცესა სოფია კათოლიკედ მონათლეს. მისი ნათლიები არიან პალომა როკასოლანო (დედამისის ბებია) და ვიდინის პრინცი. ნათლობის სახელად, მისი დის მსგავსად ტოდოს ლოს სანტოსი დაარქვეს, რაც ესპანურად ყველაწმინდას ნიშნავს.

მისი პირველი და საზეიმო ზიარება, 2017 წლის 17 მაისს შედგა მადრიდის საკათედრო ტაძარში. იგი მამა ასუნსიო დე ნუესტრა სენორამ აზიარა. ამ ცერემონიალს დაესწრნენ მისი მშობლები, უფროსი და, ბებია-პაპა, მისი დიდი ბებია, მისი განსვენებული დიდი პაპის მეორე ცოლი და ბულგარეთის პრინცი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Ley Orgánica 3/2014, de 18 de junio, por la que se hace efectiva la abdicación de Su Majestad el Rey Don Juan Carlos I de Borbón". Boletín Oficial del Estado núm. 148, de 19 de junio de 2014 (Agencia Estatal Boletín Oficial del Estado): 46396. ISSN 0212-033X.