სონია განდი (ჰინ. सोनिया गाँधी; დ. 9 დეკემბერი, 1946, ლუზიანა, ვიჩენცა, იტალია) — იტალიური წარმოშობის ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ყოფილი თავმჯდომარე, ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის ქვრივი.

სონია განდი
სონია განდი
გაერთიანებული პროგრესული ალიანსის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 მაისი, 2004
წინამორბედითანამდებობა დაარსდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მარტი, 1998 – 16 დეკემბერი, 2017
წინამორბედისიტარამ კესრი
მემკვიდრერაჰულ განდი

ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მარტი, 2010 – 25 მაისი, 2014
პრემიერ-მინისტრიმანმოჰან სინგჰი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი, 2004 – 23 მარტი, 2006
პრემიერ-მინისტრიმანმოჰან სინგჰი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ოპოზიციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 მარტი, 1998 – 22 მაისი, 2004
წინამორბედიშარად პავარი
მემკვიდრელალ კრიშნა ადვანი

პარლამენტის წევრი, ლოკ-საბჰა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ოქტომბერი, 1999 – 17 მაისი, 2004
წინამორბედისანჯაი სინგჰი
მემკვიდრერაჰულ განდი

პარლამენტის წევრი, ლოკ-საბჰა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
 – მოქმედი წევრი
წინამორბედისატიშ შარმა

დაბადებული9 დეკემბერი, 1946
ლუზიანა, ვენეტო, იტალია
მოქალაქეობაიტალია (1946–1983)
ინდოეთი (1983–დ.)
რეზიდენციანიუ-დელი
პოლიტიკური პარტიაინდოეთის ეროვნული კონგრესი
მამაანტონიო მაინო
დედაპაოლა მაინო
მეუღლერაჯივ განდი
(დ. 1968; გ. 1991)
შვილებირაჰულ განდი და პრიანკა ვადრა
განათლებაკემბრიჯის უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე
სონია განდი
სახლი იტალიაში, სადაც დაიბადა სონია განდი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაბადების სახელი — სონია ანტონია მაინო (სხვა მონაცემებით ედვიგე ანტონია ალბინა მაინო). მშობლები — სტეფანო და პაოლა მაინო. მისი მამა მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში ტყვედ. იგი რუსულ ისტორიას და კულტურას დიდ პატივის სცემდა. ამიტომ თავის სამ ქალიშვილს რუსული სახელები დაარქვა. სონია გაიზარდა პატარა იტალიურ მყუდრო ქალაქ ორბასანოში (ტურინიდან 20 კმ.). იზრდებოდა კათოლიკურ ოჯახში და დადიოდა კათოლიკურ სკოლაში. მამა გარდაეცვალა 1983 წელს, დედა დანარჩენ ორ ქალიშვილთან ერთად დღემდე ცხოვრობს ორბასანოს მახლობლად. 1965 წელს ინგლისური ენის კურსის გავლისას სონია კემბრიჯში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს — რაჯივ განდის, რომელიც მაშინ კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1968 წელს გაიმართა მათი პატარა საქორწინო ცერემონია ნიუ-დელიში, რომლის შემდეგ სონია საცხოვრებლად გადავიდა დედამთილის ინდირა განდის (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966—1977 და 1980—1984 წწ.) სახლში. ამ გზით იგი შევიდა ინდოეთის ისტორიაში ცნობილ ნერუ-განდის ოჯახში.

1970 წელს სონიას შეეძინა ვაჟი რაჰული, ხოლო 1971 წელს — ქალიშვილი პრიანკა. ინდირა განდი თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს ხედავდა უმცროს ვაჟ — სანჯაი განდიში, რადგან რაჯივ განდი პოლიტიკის მიღმა ცხოვრობდა. იგი მსახურობდა პილოტად „ინდოეთის ავიახაზებზე“. მხოლოდ 1980 წელს, სანჯაის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ რაჯივ განდიმ დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. 1984 წელს, მას შემდეგ, რაც მისი დედა ინდირა განდი მოკლეს, რაჯივ განდი სათავეში ჩაუდგა მთავრობას.

სონია განდის როლი ინდოეთის პოლიტიკაში რედაქტირება

მისი მეუღლის, რაჯივ განდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს 1984—1989 წლებში, სონია განდის, როგორც „პირველ ლედის“ მოუწია საზოგადოებრივი მოღვაწეობის განხორციელება. თამილების მიერ განხორციელებული მეუღლის ტერორისტული მკვლელობის შემდეგ 1991 წლის 21 მაისს, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ზოგიერთი წევრი სთხოვდა მას დაეწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, ძირითადად იმის გამო, რომ იგი ეკუთვნოდა განდების ოჯახს. მაგრამ სონიამ უარყო ეს წინადადება და მთელი შემდგომი 6 წლის მანძილზე შორს იდგა პოლიტიკისგან.

მისი უარის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა ნარასიმჰა რაო. 1998 წელს სონიამ მაინც გადაწყვიტა დაეწყო პოლიტიკური კარიერა. თუმცა პოლიტიკური ოპონენტები მას მუდმივად ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ის უცხოეთში დაიბადა, დაქორწინებიდან 15 წლის განმავლობაში უარს ამბობდა ინდოეთის მოქალაქეობაზე და რომ ცუდად იცის ჰინდი.

1999 წელს იგი აირჩიეს მე-13 ლოკ-საბჰას ოპოზიციის ლიდერად, ხოლო 2004 წლის დასაწყისში მან დაიწყო აგრესიული საარჩევნო კამპანია ნაციონალური დემოკრატიული ალიანსის დასამხობად, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდა პარტია ბჰარატია ჯანატა პრემიერ-მინისტრ ატალ ბიჰარი ვაჯპაის მეთაურობით. არჩევნებზე ინდოეთის ეროვნული კონგრესის სენსაციური გამარჯვების შემდეგ სონია განდი განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაგრამ უცხოელის ქვეყნის სათავეში მოსვლის წინააღმდეგ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ გაჩაღებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ სონიას უარი ათქმევინა თანამდებობაზე, რათა შეენარჩუნებინა ერის ერთიანობა. შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა მანმოჰან სინგჰი, რომლის კანდიდატურა წარადგინა თავად სონია განდიმ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Sonia Gandhi – An Extraordinary Life, An Indian Destiny (2011), a biography written by Rani Singh.
  • S. R. ET AL. BAKSHI (1998) Sonia Gandhi, The President of AICC South Asia Books. ISBN 81-7024-988-0
  • Rupa Chaterjee (1999) Sonia Gandhi: The Lady in Shadow Butala. ISBN 81-87277-02-5
  • C. Rupa, Rupa Chaterjee (2000) Sonia Mystique South Asia Books. ISBN 81-85870-24-1
  • Moro, Javier "El sari rojo" (Ed. Seix Barral, 2008) "Il sari rosso" (Il Saggiatore, 2009)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება