სომხეთ-აზერბაიჯანის ომი (1918-1920)

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცები (1919)
თარიღი 19181920
მდებარეობა სომხეთი და აზერბაიჯანი
შედეგი აზერბაიჯანის გამარჯვება
მხარეები
სომხეთის დროშა  სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი სომხეთის რესპუბლიკა
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა   ყარაბაღელი აჯანყებულები

მხოლოდ ბაქოს ბრძოლაში:
გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი
აზერბაიჯანის დროშა  აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

მხოლოდ ბაქოს ბრძოლაში:
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია

1920 წლის აპრილის შემდეგ:
რსფსრ-ის დროშა  რუსეთის სფსრ
თურქეთის დროშა თურქი რევოლუციონერები
  აზერბაიჯანის სსრ
მეთაურები
სომხეთის დროშა ანდრანიკ ოზანიანი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ლაიონელ დანსთერვილი
აზერბაიჯანის დროშა სამად-ბეგ მეჰმანდაროვი
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ვიკისაწყობში

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მიმდინარეობდა 1918-1920 წლებში სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო სომხეთის მიერ დასავლეთ აზერბაიჯანის დიდი ტერიტორიის დაპყრობით. ომს მოჰყვა რუსეთის მიერ ჯერ აზერბაიჯანის, ხოლო შემდეგ – სომხეთის ოკუპაცია. ხოლო ტერიტორიები, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, შემდგომში შექმნილ აზერბაიჯანის სსრ-ს დაუბრუნდა.

წინაპირობა რედაქტირება

1905 წელს მოხდა რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, ჯერ ბაქოში, ხოლო მოგვიანებით შუშაში, რასაც ასობით ადამიანის სიკვდილი და 300-მდე სახლის გადაწვა მოჰყვა.

1918 წლის მარტში სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. აზერბაიჯანში მოქმედი პარტიები, მუსავატი და ერთიანობის და განვითარების კომიტეტი პრო-თურქულ პარტიებად მონათლეს და ბოლშევიკებმა და სომხურმა დაშნაკურმა პარტიამ მათ ომი გამოუცხადა. 9 მარტს, აზერბაიჯანული დივიზიის მეთაურის, გენერალ ტალიშინსკის დაპატიმრებამ, ბაქოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში დიდი პროტესტის გრძნობა გააჩინა. შედეგად, ქ.ბაქოში რუსულ-სომხურმა არმიამ 12,000 აზერბაიჯანელი გამოასალმა სიცოცხლეს.

ბრძოლა ბაქოსა და ყარაბაღისთვის რედაქტირება

 
ყარაბაღის შერიგების კომისია

კავკასიის ისლამის არმიამ (იგი ძირითადად თურქი მეომრებისგან შედგებოდა), ენვერ-ფაშას მეთაურობით იევლახსა და აგდაშში რუსულ-სომხური არმია დაამარცხა და ბაქოსკენ დაიძრა. 14 სექტემბერს ბაქოში გამაგრებულმა ბრიტანეთის არმიამ ქალაქი დატოვა და ირანში გადავიდა. 15 სექტემბერს გაერთიანებული თურქულ-აზერბაიჯანული არმია, ნური ქილიგილის მეთაურობით ბაქოში შევიდა და სომხების მიერ მოწყობილ სასაკლაოს პასუხად, 10,000-20,000 სომეხი გაჟლიტეს. თუმცა 30 ოქტომბერს ბრიტანეთსა და ოსმალეთს შორის დადებული მუდროსის ზავის შედეგად, თურქული ჯარი ბაქოში ანტანტის სამეულმა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი) ჩაანაცვლა. 17 ნოემბერს ქალაქში, გენერალ ტომფსონის მეთაურობით, 5,000 ჯარისკაცი შევიდა.

1918 წლის დასაწყისში, სომხეთის მთიან ნაწილში შეიქმნა მთიანი სომხეთის რესპუბლიკა. აგვისტოში მათ შუშა აიღეს და ის ადმინისტრაციულ ცენტრად გამოაცხადეს, იქვე განათავსეს რესპუბლიკის მთავრობა. სომხურმა სამხედრო ძალებმა მდ.ვარანდაზე გასვლა მოინდომა, მათ ოსმალეთის არმიასთან შეტაკება მოუწიათ. შეტაკებები ოქტომბრამდე, მუდროსის ზავამდე გაგრძელდა, რის შედეგადაც ოსმალეთის არმიამ ტერიტორია დატოვა, სომხურმა შენაერთებმა კი მთელი მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. მუდროსის ხელშეკრულებამ სომხური არმიის მეთაურს, ანდრანიკ ოზანიანს შანსი მისცა, მოემზადებინა ბაზა, აღმოსავლეთისა და ნახჭევანისკენ გაჭრისთვის. 1919 წლის იანვარში ოზანიანმა ყარაბაღის მთავარ ქალაქზე, შუშაზე დაგეგმა შეტევა და დაიძრა კიდეც მისკენ. სანამ ისინი ქალაქ მიუახლოვდებოდნენ, ბრიტანეთის მაღალჩინოსნებმა დაარწმუნეს ოზანიანი, რომ მოახლოებული იყო პარიზის მშვიდობის კონფერენცია, სადაც ამ კონფლიქტის დასრულების გზები განიხილებოდა. ოზანიანი დათანხმდა და ჯარი უკან დააბრუნა.

აზერბაიჯანის გასაბჭოება რედაქტირება

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანი მეტად რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა. დასავლეთით, სომხეთს ქვეყნის დიდი ნაწილი ჰქონდა დაპყრობილი. აღმოსავლეთით არ ცხრებოდა ადგილობრივი კომუნისტების აჯანყებები. ხოლო ჩრდილოეთით, რუსეთის ჯარს დენიკინის თეთრრაზმელები დამარცხებული ჰყავდა და სამხრეთით აზერბაიჯანისკენ მოიწევდა.

27 აპრილს ბოლშევიკური არმია აზერბაიჯანში შევიდა. აზერბაიჯანის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა დანებებისა. ამის მიუხედავად, ადგილობრივმა გენერლებმა და შეიარაღებულ მოხალისეებმა წინააღმდეგობა მაინც გაწიეს, თუმცა უშედეგოდ.

შექმნილი მდგომარეობით სომხეთმა ისარგებლა და კონტროლის არეალი უკვე, შუშაზე, ხანკენდზე და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებზე გაავრცელა. 1920 წლის აპრილისთვის, სომხეთს მთელი ყარაბაღი და მისი შემოგარენი ეჭირა.

აზერბიჯან-საბჭოთა კავშირის კონტრშეტევა რედაქტირება

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება განიზრახეს. აზერბაიჯანის არმია განახლდა და რუსული იარაღით შეიარაღდა.

კონტრშეტევა ივნისის დამდეგს დაიწყო. 5 ივნისს სომხებმა შუშა დატოვეს, ივლისის დასაწყისში კი – ტატევი. 28 ივლისს გაერთიანებულმა რუსულ-თურქულმა არმიამ ნახჭევანის დედაქალაქს შეუტია და იქ გამაგრებული სომხური ჯარი დაამარცხა. აგვისტოში სომხებმა რამდენიმეჯერ სცადეს ნახჭევანზე კონტრშეტევა, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, აზერბაიჯანის სსრ-მ ყველა ის ტერიტორია დაიბრუნა, რომელსაც სომხეთთან ომამდე აკონტროლებდა.

1920 წლის 10 აგვისტოს ერევანში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ზავის თანახმად სომხეთი უარს ამბობდა ყარაბაღსა და ნახჭევანზე.

სომხეთის გასაბჭოება რედაქტირება

1920 წლის 28 ნოემბერს წითელმა არმიამ სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, იმ მიზეზით, რომ სომხეთმა 20 ნოემბერს ყარაბაღსა და ნახჭევანზე გაჭრა სცადა.

4 დეკემბერს წითელი არმია ერევანში შევიდა. სომხეთის მთავრობა მათ უბრძოლველად ჩაბარდა.

დასასრული რედაქტირება

დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში საბოლოოდ დასრულდა ყარსის ხელშეკრულებით. შეთანხმების მხარეებს წარმოადგენდნენ:

თურქეთი დათანხმდა აჭარის საქართველოს სსრ-თვის და გიუმრის სომხეთის სსრ-სთვის გადაცემაზე. ხოლო ნახჭევანი ავტონომიური რეგიონის სახით აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება