სომონი (ტაჯ. Сомонӣ) — ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა, კოდი ISO 4217 - TJS. პირველი ტაჯიკეთის სახელმწიფოს დამაარსებელ ისმაილ სამანის სახელწოდებით[1]. 1 სომონი 100 დირამისგან შედგება.

სომონი
ტაჯ. Сомонӣ
5 სომონი 1999 წლის
5 სომონი 1999 წლის
კოდი ISO 4217 Somoni
ოფიციალური
მომხმარებლები
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
შედგება 100 დირამი
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 25 და 50 დირამი
1, 3 და 5 სომონი
ბანკნოტები 1, 5, 20 და 50 დირამი
1, 3, 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 სომონი
ცენტრალური ბანკი ტაჯიკეთის ეროვნული ბანკი
საიტი [1]

მონეტები რედაქტირება

2001 წლის სერია რედაქტირება

ამ გამოცემის მონეტები სანქტ-პეტერბურგის ზარაფხანაში იჭრებოდა. 2006 წლის მონეტებზე 2001-თან შედარებით, ნომინალის დასახელება გაზრდილია.

2011 წლის სერია რედაქტირება

ფულის მიმოქცევის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2011 წლის 15 ივნისს, 5, 10, 20 და 50 დრამისა და 1 სომონის ნომინალებში მონეტების ახალი სერია გაიცა. 2013 წლის 2 თებერვალს გაიცა 1 და 2 დირამის მონეტები. ყველა მონეტა მოჭრილია ყაზახეთის ზარაფხანაში[2].

2006 და 2001 წლის გამოშვების მონეტები დარჩენილია საგადასახადო სისტემაში.

2015 წელს, 5, 10, 20 და 50 დირამის ნომინალები ოდნავ განსხვავებული დიზაინით გამოიცა.

სახელობითი მონეტები რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთის კონსტიტუციის მეათე და დუშანბეს 80 წლის იუბილესთვის გამოიცა 4 ვერცხლის მონეტა - ტაჯიკეთის ნაციონალური ბანკი აწარმოებს სახელობით და საიუბილეო მონეტებს.

2015 წლის დასაწყისში მოჭრილი იყო 30 სახეობის მონეტა: 5 ბიმეტალური, 19 ვერცხლის, 3 ოქროს, 3 ნიკელის.

ბანკნოტები რედაქტირება

ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის № 415 ბრძანების შესაბამისად 2000 წლის 30 ოქტომბერს გაიცა 1, 5, 20, 50 დირამისა და 1, 5, 10, 20, 50 და 100 სომონის ბანკნოტები.

2010 წელს გამოიცა 1, 5, 10 და 20 სომონის მოდიფიკაციური, ფერით განსხვავებული ბანკნოტები. ამავე წლის 10 სექტემბერს კი მოხდა 3, 200 და 500 სომონის შეცვლაც.

2012 წლის 25 დეკემბერს გამოცემული 5 და 10 სომონის ბაკნოტები ახალი ჰოლოგრაფიული უსაფრთხოების ელემენტს შეიცავს[3].

2013 წლის 5 მარტიდან მიმოქცევაში შემოიტანეს 20, 50, 100 სომონის ბანკნოტები, რომელიც უსაფრთხოების განსხვავებულ მეთოდს შეიცავს: სერიული ნომრის ბოლო სამი ციფრი იბეჭდება ლაზერის გამოყენებით და ახასიათებს გაზრდილი რელიეფი, რომელიც შეიძლება აღვიქვათ შეუიარაღებელი თვალითა და შეხებით>.

დამცავი ელემენტები რედაქტირება

  • დირამი:

ქაღალდი, რომელიც შეიცავს უფერულ, დამცავ ბოჭკოებს; მაგნიტური თვისების მქონე სერიული ნომერი; ჭვირნიშანი ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის ემბლემის სახით; მიკროტექსტი ნომინალის გამოსახულებით ტაჯიკურ და ინგლისურ ენებზე.

  • სომონი:

ჰორიზონტალურად მდებარე სერიულ ნომერს აქვს მაგნიტური თვისებები; აქვს სპეციალური ნიშანი მხედველობადაქვეითებულთათვის; სერიული ნომრის ბოლო სამი ციფრი რელიეფური გამოსახულებისაა.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1 სომონის ბანკნოტის წინა მხარეს წარმოდგენილ ტაჯიკეთის რუკაზე არ არსებობს ხათონის რაიონის საზღვრები და სილუეტი, რომელიც გლობუსზე ტაჯიკეთს აღნიშნავს სამხრეთ ავღანეთის ტერიტორიაზეა აღნიშნული.

სომონის სიმბოლო რედაქტირება

2015 წლის სექტემბერში ტაჯიკეთის ნაციონალურმა ბანკმა გამოაცხადა ტენდერი სომონის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და დღემდე ტაჯიკეთის ეროვნული ვალუტის სიმბოლოა ასო - «с»[4][5].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება