სომოვის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, როსისა და დიურვილის ზღვებს შორის. ფართობი 1,150,000 კმ². ებჯინება აღმოსავლეთ ანტარქტიდის ვიქტორიას მიწას. ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად განლაგებულია კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში. ზღვის დასავლეთ ნაწილში სიღრმეები 3000 მ-მდეა. ჩრდილოეთით არის ბალენის კუნძულები. მთელი წლის განმავლობაშია მოტივტივე ყინულები და აისბერგები. სახელი ეწოდა რუსი ოკეანოლოგის მიხეილ სომოვის პატივსაცემად, რომელიც 1955-1957 წლებში ხელმძღვანელობდა პირველ საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციას.

სომოვის ზღვა
სომოვის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 1,150,000 კმ²
უდიდესი სიღრმე 3000 
კუნძული ბალენის კუნძულები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება