სოკოჭამიასებრნი (ლათ. Mycetophagidae) — წვრილი ხოჭოების ოჯახი. აქვთ რამდენიმე მილიმეტრი სიგრძის ოდნავ ამობურცული ოვალური სხეული, რომელიც წვრილი ბუსუსებითაა დაფარული. სოკოჭამიასებრთა მატლები წაგრძელებულია, წინა ნაწილში გაბრტყელებული. საკმაოდ დიდი თავი და მოკლე ფეხები აქვთ. სხეული ბოლოზე კაუჭისმაგვარი, ზემოთ აშვერილი გამონაზარდებია. ოჯახში 20-მდე გვარის 186 სახეობაა. საქართველოში 13 სახეობა გვხვდება. ხოჭო ბინადრობს დამპალ სკოებსა და მერქანში. იკვებება უმთავრესად მიცელიუმით.

სოკოჭამიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Mycetophagidae

ლიტერატურა რედაქტირება