სოვეტსკაიას ტბა (ინგლ. Sovetskaya lake) — ყინულქვეშა ტბა ანტარქტიდაში. 2006 წლის იანვარში აღმოაჩინეს კოლუმბიის უნივერსიტეტის ლამონ-დოერტის სახმელეთო ობსერვატორიის გეოფიზიკოსებმა: რობინ ბელმა (ინგლ. Robin Bell) და მაიკლ სტადინჯერმა (ინგლ. Michael Studinger) და დღეისთვის დაკონსერვებული საბჭოთა პოლარული სადგურისსოვეტსკაიას პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი, რადგანაც ტბა მდებარეობს დაახლოებით 2,5 კმ-ში მის ქვეშ. საორიენტაციო ფართობია — 1600 კმ², საორიენტაციო ასაკი — 35 მილიონი წელი, სავარაუდო სიღრმე — დაახლოებით 900 მეტრი, წყლის ტემპერატურა მუდმივია და შეადგენს −2 °C-ს.

სოვეტსკაიას ტბა
კოორდინატები: 77°58′ ს. გ. 89°16′ ა. გ. / 77.967° ს. გ. 89.267° ა. გ. / -77.967; 89.267
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
ფართობი 1600 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 900 
სოვეტსკაიას ტბა — ანტარქტიდა
სოვეტსკაიას ტბა

ტბის აღმოჩენას წინ უსწრებდა ღრმა სამეცნიერო კვლევები: გამოყენებული იქნა თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, გრავიტაციული გაზომვები, ლაზერული ალტიმეტრები და 1958—1959 წლებში სადგურის საბჭოთა თანამშრომლების მიერ შეგროვებული ინფორმაციებიც კი.

არ არის გამორიცხული ტბაში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა, თანაც, რადგანაც ტბა იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, შესაძლებელია მასში «ისტორიამდელი» ეკოსისტემის აღმოჩენაც, რომელიც განიცდიდა ალტერნატიულ ევოლუციას. ტბის გაბურღვის საკითხი განიხილება საერთაშორისო მასშტაბით[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Two New Lakes Found Beneath Antarctic Ice Sheet. Lamont-Doherty Earth Observatory (25 იანვარი 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-01. ციტირების თარიღი: 2010-02-26.