სლოვენია

ქვეყანა ევროპაში

სლოვენია (სლოვენ. Slovenija), ოფიციალურად სლოვენიის რესპუბლიკა (სლოვენ. Republika Slovenija) — ალპიისპირა სახელმწიფო ცენტრალური ევროპის სამხრეთით. დასავლეთით ესაზღვრება იტალიას, ჩრდილოეთით ავსტრიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უნგრეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთში ხორვატიას, სამხრეთ-დასავლეთით კი ადრიატიკის ზღვაზე აქვს გასასვლელი.

სლოვენიის რესპუბლიკა
Republika Slovenija
სლოვენია
სლოვენიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Zdravljica 
სადღეგრძელო [ა]

სლოვენიის მდებარეობა ევროპაში
სლოვენიის მდებარეობა
სლოვენიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლიუბლიანა
46°03′ ჩ. გ. 14°30′ ა. გ. / 46.050° ჩ. გ. 14.500° ა. გ. / 46.050; 14.500
ოფიციალური ენა სლოვენური
ეთნიკური ჯგუფები (2002[1])
ეთნოქორონიმი სლოვენი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი
 -  პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ეროვნული საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული ასამბლეა
დაარსება
 -  სლოვენების, ხორვატებისა
და სერბების სახელმწიფო

დამოუკიდებლობის მოპოვება

29 ოქტომბერი, 1918 
 -  სერბების, ხორვატებისა
და სლოვენების სამეფო
(იუგოსლავიის სამეფო)

4 დეკემბერი, 1918 
 -  იუგოსლავია რესპუბლიკა ხდება 29 ნოემბერი, 1945 
 -  იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა 25 ივნისი, 1991[2] 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 20 273 კმ2 (153-ე)
 -  წყალი (%) 0.7[3]
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 2 061 085[4] (144-ე)
 -  2002 აღწერა 1 964 036
 -  სიმჭიდროვე 101[5] კაცი/კმ2 (106-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $58.509 მილიარდი[6]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $28 373[6]
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $48.876 მილიარდი[6]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $23 702[6]
ჯინი (2011)23.8[7]
დაბალი
აგი (2013) 0.874[8]
ძალიან მაღალი · 25-ე
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
თარიღის ფორმატი დდ.თთ.წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +386
ISO 3166 კოდი SI
ინტერნეტ-დომენი .si [გ]
ა. ^  რეგულაციის აქტის თანახმად, სლოვენიის რესპუბლიკის გერბი, დროშა, ჰიმნი და სლოვენიის ეროვნული დროშა ("Zakon o grbu, zastavi in himni Republike Slovenije ter o slovenski narodni zastavi") 1994 წლიდან გამოქვეყნებულია სლოვენიის ეროვნული ასამბლეის საიტზე.
ბ. ^  2007 წლამდე სლოვენური ტოლარი.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სლოვენია გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრია. ასევე შედის შენგენის შეთანხმებაში.

სახელწოდება რედაქტირება

  • ოფიციალური: სლოვენია.
  • ეროვნული: Slovenija.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი სლავური ძირისაა და ნიშნავს „სიტყვას“ (შდრ. რუსული слово) ან „დიდებას“ (შდრ. რუსული слава).

ისტორია რედაქტირება

 
1918 წლის 20 ოქტომბერს, ლუბლიანაში კონგრესის მოედანზე სლოვენიის სლოვენიელების, ხორვატების და სერბების სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის გამოცხადება.

თანამედროვე სლოვენების სლავი წინაპრები ქვეყნის ტერიტორიაზე ახ. წ. VI საუკუნეში დამკვიდრდნენ. VII საუკუნეში მათ კარანტანია ჩამოაყალიბეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი სლავური სახელმწიფო გახდა. 745 წელს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ კარანტანიამ ფრანკების პროტექტორატი სცნო, თუმცა, 1180 წლამდე, ანუ დაშლამდე ფორმალური სუვერენიტეტი შეინარჩუნა. ფრანკების გავლენამ სლოვენიელთა გაქრისტიანებას შეუწყო ხელი.

დაახლოებით 1000 წლისთვის დაიწერა Brižinski spomeniki, პირველი წერილობითი დოკუმენტი სლოვენურ ენაზე. XIV საუკუნეში სლოვენიის თანამედროვე ტერიტორია ჰაბსბურგთა გავლენის ქვეშ მოექცა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიიის ფარგლებში აღმოჩნდა. სლოვენია სამ პროვიცნიად დაიყო: კრანსკის, გორიშკისა და შტაერსკის.

სავაჭრო გზების გადანაცვლება და ოცდაათწლიანი ომი XVII საუკუნეში სლოვენიის ეკონომიკის დაცემას უწყობდა ხელს, მაგრამ XVIII საუკუნეში მეურნეობის განვითარება იწყება: სხვადასხვა სახის საქონელწარმოებამ იმატა, ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმმა მოიმატა 60%-ით. ეს პერიოდი სლოვენიის აღორძინების ხანად მოინათლა.

1809-1813 წწ. სლოვენიის დიდი ნაწილი ილირიის პროვინიციის შემადგენლობაში შედიოდა. XIX საუკუნეში, განსაკუთრებით 1848-1849 წლების რევოლუციისას ავსტრიაში, და შემდგომაც, სლოვენიაში ეროვნული მოძრაობა იწყება. (ცენტრი — კრაინა).

1918 წელს ავსტრია-უნგრეთი დაიშალა, შედეგად, იტალიამ პრიმორსკისა და ისტრის მხარეები და დალმაციის ნაწილი მიიტაცა. სლოვენიის მიწების დანარჩენი ნაწილი ახლადდაარსებული სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შემადგენლობაში მოექცა, რომელსაც 1929 წელს იუგოსლავია დაერქვა.

1941 წელს ღერძ-სახელმწიფოების თავდასხმის შემდეგ იტალიამ ლიუბლიანამდე ტერიტორია მიიერთა, გერმანიამ კი დანარჩენი ტერიტორია ქალაქ მარიბორითურთ.

იუგოსლავიის სამეფო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დაიშალა, სლოვენია კი სოციალისტური იუგოსლავიის შემადგენლობაში შევიდა, რაც 1945 წლის 29 ნოემბერს გამოცხადდა. აქვე უნდა ითქვას, რომ იტალიისგან სლოვენიას ძირძველი მიწები ობალნა-კრაშკა და გორიშკა დაუბრუნდა.

1991 წელს სლოვენია რეფერენდუმის შედეგად პირველი გამოვიდა იუგოსლავიის შემადგენლობიდან და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მეზობელი ხორვატიისა და ბოსნიისაგან განსხვავებით აქ ეს პროცესი მშვიდობიანად განვითარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის ეთნიკური ერთგვაროვნება იყო. სლოვენია შედიოდა პირველ შვიდეულში, რომელიც 2002 წელს მიწვეულ იქნა ნატოში. იგი ასევე ევროკავშირის პირველი წევრია (2004) ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს შორის.

გეოგრაფია რედაქტირება

 
სლოვენია

ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. 45° - 47° განედებსა და 13° - 17° გრძედებს შორის. მისი გეომეტრიკული ცენტრის კოორდინატებია 46°07'11.8" ჩრდ. და 14°48'55.2" აღმ. და მდებარეობს ლიტიჟის მუნიციპალიტეტის სოფელ სლივნაში.[9] მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: იტალია, ავსტრია, უნგრეთი, ხორვატია. ფართობი - 20 273 კმ². სლოვენიის უმაღლესი მწვერვალია ტრიგლავი (2864 მ.), ხოლო ქვეყნის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან არის 557 მ.

სახელმწიფო რედაქტირება

  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი (2012).
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი (2022).
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (90 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 182 მუნიციპალიტეტი (obcina) და 11 ქალაქი (mestna obcina).

დემოგრაფია რედაქტირება

 
ცელიე 2004 წელს.

101 ადამიანით ერთ კვადრატულ კილომეტრზე, სლოვენია არის ევროპაში ერთ-ერთი ნაკლებად დასახლებული ქვეყანა. ქვეყნის მასშტაბით ნოტრანსკა-კრაშკას რეგიონია ყველაზე მცირედ, ხოლო ცენტრალური სლოვენიის რეგიონი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია.[10]

 
ქალწული მარიამის სახელობის კათოლიკური ბაზილიკა, ბრეჟიეში

2002 წლის მონაცემებით ქვეყნის ყველაზე მსხვილი ეთნიკური ჯგუფი არის სლოვენები (83%), დაახლოებით 13 %-ს წარმოადგენს სხვა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ემიგრანტები.[11] შედარებით მცირე, თუმცა სლოვენიის კონსტიტუციით დაცულ უმცირესობებში ასევე შედიან უნგრელები და იტალიელები.[12][13]

მოსახლეობის დაახლოებით 65 % - 79 % ცხოვრობს ქალაქში.[14] ყველაზე დიდი ქალაქია დედაქალაქი ლიუბლიანა (274 826). სხვა შედარებით დიდი ქალაქებია: მარიბორი (94 809), ცელიე (50 039), კრანი (37 129), ველენიე (25 456), კოპერი (24 996).[15][16]

სლოვენიის ოფიციალური ენა არის სლოვენური, რომელიც არის სამხრეთსლავური ენების ჯგუფიდან. 2002 წელს სლოვენური იყო მოსახლეობის 88 %-ის მშობლიური ენა, ხოლო მოსახლეობის 92 % იყენებს მას ოჯახში სასაუბროდ.[17] სხვა ყველაზე მეტად გავრცელებული ენებია სერბული და ხორვატული.

მეორე მსოფლიო ომამდე მოსახლეობის 97 % თავს კათოლიკედ მიიჩნევდა. დაახლოებით 2,5 % ლუთერანად, ხოლო დანარჩენი სხვა და სხვა კონცეფციის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგ 1990 წლამდე იყო კომუნისტური ეპოქა, რომლის დროსაც ეკლესიის მოქმედება მკაცრად შეზღუდული იყო. 90-იან წლებში კათოლიციზმა შეძლო ნაწილობრივ აღედგინა გავლენა საზოგადოებაში, თუმცა სლოვენია დარჩა სეკულირებულ ქვეყანად. 2002 წლის მიხედვით მოსახლეობის 57,8 % თავს კათოლიკედ მიიჩნევს. თუმცა როგორც ყველგან ევროპაში, სლოვენიაშიც კათოლიციზმის გავლენა მცირდება საშუალოდ 1 %-ით წელიწადში. შედარებისთვის 1991 წელს მოსახლეობის 71,6 % მიიჩნევდა თავს კათოლიკედ.

ეკონომიკა რედაქტირება

მემკვიდრეობა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Census 2002: 7. Population by ethnic affiliation, Slovenia, Census 1953, 1961, 1971, 1981, 1991 and 2002. Statistical Office of the Republic of Slovenia. ციტირების თარიღი: 2 February 2011.
  2. Škrk, Mirjam (1999). „Recognition of States and Its (Non-)Implication on State Succession: The Case of Successor States to the Former Yugoslavia“, Succession of States. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 5. 
  3. Površina ozemlja in pokrovnost tal, določena planimetrično, 2005 Slovene, English. Statistical Office of the Republic of Slovenia. ციტირების თარიღი: 2 February 2011.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-02. ციტირების თარიღი: 2014-08-23.
  5. Gostota naseljenosti, 1. 7. Slovene, English. Statistical Office of the Republic of Slovenia. ციტირების თარიღი: 2 February 2011.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Slovenia. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2013.
  7. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  8. 2014 Human Development Report გვ. 21–25 (14 March 2013). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  9. Geografske koordinate skrajnih točk (Slovene, English). Statistical Office of the Republic of Slovenia. ციტირების თარიღი: 12 February 2012. 
  10. 30.9 Gostota naseljenosti 1.7 - Population Density, 1 July. Stat.si. ციტირების თარიღი: 2012-11-25.
  11. Medvešek, Mojca (2007). „Kdo so priseljenci z območja nekdanje Jugoslavije“ [Who Are the Immigrants from the Area of Former Yugoslavia] (PDF). Razprave in gradivo (Slovene) (53–54). Institute for Ethnic Studies. p. 34.
  12. „International Mother Language Day 2010“. Statistical Office of the Republic of Slovenia. 19 February 2010. ციტირების თარიღი: 29 January 2011.
  13. Constitution of the Republic of Slovenia. National Assembly of the Republic of Slovenia. ციტირების თარიღი: 26 January 2011.
  14. Bole, David (2008). „Ekonomska preobrazba slovenskih mest“. ISBN 978-961-254-090-6. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  15. Zavodnik Lamovšek, Alma. Drobne, Samo. Žaucer, Tadej (2008). „Small and Medium-Size Towns as the Basis of Polycentric Urban Development“ (PDF). Geodetski vestnik. 52 (2). Association of Surveyors of Slovenia. p. 303. ISSN 0351-0271.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  16. :: Statistical Office of the Republic of Slovenia - How frequent are the same names of settlements and streets? ::. Stat.si. ციტირების თარიღი: 2 June 2012.
  17. Šircelj, Milivoja (2003). Verska, jezikovna in narodna sestava prebivalstva Slovenije: Popisi 1921-2002 (PDF) (Slovene), Statistični urad Republike Slovenije. ISBN 961-239-024-X.