სლოვაკეთის სამოთხის ეროვნული პარკი

სლოვაკეთის სამოთხის ეროვნული პარკი (სლოვაკ. Národný park Slovenský raj) — ერთ-ერთი სლოვაკეთის ცხრა ეროვნული პარკიდან. პარკის ფართობი შეადგენს 197,63 კმ2-ს, ბუფერული არეალი კი 130,11 კმ2-ს, რითაც მხოლოდ პიენინის ეროვნულ პარკს აღემატება.

სლოვაკეთის სამოთხის ეროვნული პარკი
Národný park Slovenský raj
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა აღმოსავლეთი სლოვაკეთი
ფართობი 19 763 ჰა (197,63 კმ2)
დაარსდა 1988 წლის 18 იანვარს

პირველი დაცული ტერიტორია ამ ადგილას 1890 წელს შეიქმნა, 1964 წლის 21 აგვისტოს სლოვაკეთის სამოთხის ტერიტორიაზე სლოვაკეთის პირველი დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. დაცულმა ტერიტორიამ ეროვნული პარკის სტატუსი 1988 წლის 18 იანვარს მიიღო. 2000 წელს დობჟინსკას ყინულის მღვიმე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება