სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა

სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა (სლოვაკ. prvá Slovenská republika; ოფიციალური სახელწოდება — სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვაკ. Slovenská republika) — სახელმწიფო თანამედროვე სლოვაკეთის უდიდეს ტერიტორიაზე. არსებობდა 1939-1945 წლებში.

სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა
prvá Slovenská republika

ნაცისტური გერმანიის სატელიტი-ქვეყანა

19391945
დროშა გერბი
დედაქალაქი ბრატისლავა
ენა სლოვაკური, უნგრული
რელიგია კათოლიციზმი
ფართობი 38 055 კმ²
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1939-1945 იოზეფ ტისო

სლოვაკეთის რესპუბლიკა დიპლომატიურად აღიარა გერმანიამ და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა: იტალიამ, იაპონიამ, ჩინეთის პროიაპონურმა მთავრობამ, ხორვატიამ, ესპანეთმა, სსრკ-მ, ლიტვამ, ესტონეთმა, შვეიცარიამ, სალვადორმა და ვატიკანმა.

1942 წლის 15 მაისს პრეზიდენტამ იოზეფ ტისომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალიტაც ებრაელები გააძევა ქვეყნიდან. 1942 წელს სლოვაკეთიდან მოახდინეს 57 628 ებრაელის დეპორტაცია.

1944 წლის 21 სექტემბერს საბჭოთა წითელი არმია მიადგა სლოვაკეთის საზღვარს. 1945 წლის 4 აპრილს გაათავისუფლეს ბრატისლავა - სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა დაეცა და ქვეყანა კვლავ ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა. 8 მაისს სლოვაკეთის უკანასკნელმა პრემიერ-მინისტრმა შტეფან ტისომ ხელი მოაწერა სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის კაპიტულაციას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება