სკიტე - "დიდი უდაბნოს" სიღრმეში მდებარე მონასტერი ძველ ეგვიპტეში, ნიტრიიდან 70 კმ. მოშორებით(თანამედროვე ვადი ნატრუნი). ადგილი წარმოადგენს დაბლობს, სადაც ბევრო ტბა მდებარეობს. მისი მთელი სივრცე გვარჯილის ნიტრატით არის დაფარული. ეს ადგილი სრულიად უდაბური და დაუსახლებელი იყო, სანამ 330 წელს აქ ანტონი დიდის მოწაფე, ღირსი მაკარი დიდი დასახლდებოდა. ამ ადგილის მონაზვნებით დასახლება და მონასტრის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული.

"სკიტეს" მონასტერი და მისი მონაზვნები განსაკუთრებული მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ, სწორედ ამიტომ ეს სახელი მონაზონთა შემდგომ თაობებში საზოგადო სახელად იქცა ისეთი მონასტრული დასახლებებისათვის, რომლებიც "კვინობიური" მონასტრისგან განსხვავებით, უფრო მკაცრი ცხოვრების წესებით ხელმძღვანელობენ.

თანამედროვე მონასტრულ პრაქტიკაში, ძირითადად, "სკიტე" ეწოდება დიდ მონასტერს დაქვემდებარებულ პატარა ზომის მონასტერს, რომელსაც თავისი წინამძღვარი ჰყავს და შედარებით მკაცრი ტიპიკონი გააჩნია, თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია სკიტის არსებობა დიდი მონასტრის გარეშეც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კაზანსკი პავლე, "ღირსი მაკარი დიდი", 1845წ (რუს).
  • მირაშვილი ნანა, "მონანიე და განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიორაფიაში", თბილისი, 2009წ, "ლოგოსი"