სკილა, სცილა (ძვ. ბერძნ. Σκύλλα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით სკილა იყო პოსეიდონის შვილის ფორკისისა და ჰეკატეს — საშინელების ქალღმერთის ქალიშვილი.

ოდისევსი მიცურავს სკილას

ოვიდიუსის პოემის მეტამორფოზების მიხედვით, გლავკოსი ზღვის ღმერთი ძლიერ იყო შეყვარებული ამ მშვენიერ ნიმფაზე. მაგრამ ჯადოქარი კირკე (ცირცეა) გლავკოსზე შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე ის ზღვის ურჩხულად გადააქცია.

მითის სხვა ვერსიით, სკილა იყო გარეული ძაღლი, რომელმაც მოჰპარა ხარები ჰერაკლეს. მან კი ის სიკვდილით დასაჯა. სიკვდილის შემდეგ მამამისმა ფორკისმა აღადგინა მკვდრეთით.

ოვიდიუსი აღაფრთოვანა ჰომეროსის ეპოპეამ, სადაც სკილა აღწერილია როგორც საშინელი არსება, მეზღვაურთა რისხვა. მისი 6 თავი 6 კისერზე იდგა, ხოლო ყოველს პირში სამ-სამი რიგი კბილები ჰქონდა, გადაადგილდებოდა ის 12 თათზე. ის ბინადრობდა მაღალი კლდის სიღრმეში არსებულ გამოქვაბულში და იყურება დასავლეთისაკენ — ერებასაკენ წყვდიადის სამეფოსაკენ. როგორც კი მსხვერპლს იგრძნობდა გამოვარდებოდა თავის სამყოფელიდან და ძაღლივით ყმუილს იწყებდა. იმ კლდის მოპირდაპირედ, სადაც ყმუანა სკილა ცხოვრობდა ერთი ისრის სროლის მანძილზე იყო მეორე ურჩხულის — ქარიბდას სამყოფელი, კლდე, რომლის ქვეშაც ის ცხოვრობდა, სკილას გამოქვაბულზე დაბლა იყო. როდესაც ოდისევსი ამ ორ ურჩხულს შორის მიცურავდა 6 მისი ამხანაგი სკილამ იმსხვერპლა.

იმისდა მიუხედავად, რომ ჰომეროსის ნაწარმოებში არაა უფრო კონკრეტულობა მათი ლოკალიზირებისათვის, ლეგენდები მათ მესინის სრუტის ორ კლდესთან აიგივებენ აპენინის ნახევარკუნძულსა და სიცილიის კუნძულს შორის, რომელიც ყოველთვის საშიშია მეზღვაურებისათვის.