სკანდინავიური ენები

სკანდინავიური ენები (ჩრდილოგერმანული ენები, ჩრდილოური ენები) სახელწოდება გერმანული წარმოშობის ენათა ჯგუფისა. ამ ენებზე დღესაც საუბრობენ სკანდინავიაში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ფარერის კუნძულსა და ფინეთის რეგიონში. სკანდინავიური ენები შეადგენს გერმანიკული ენების ერთ-ერთ ჯგუფს და დაახლოებით 20 მილიონი კაცი აღიარებს ამ ენათაგან ერთ რომელიმეს მშობლიურ ენად.

სკანდინავიური ენების გავრცელების არეალი:
ლურჯი — ხმელეთის ენები, მწვანე — კუნძულის ენები

სკანდინავიური ენებია დანიური, ფარერული, ისლანდიური, ნორვეგიული, შვედური.

მიჩნეულია, რომ ედაში (Edda) შემორჩენილი ძველი ისლანდიური უნდა წარმოადგენდეს სკანდინავიური ენების უძველეს ტიპს, თუმცა ყველაზე ძველად მაინც ე.წ. ძველი ჩრდილოური ენა ითვლება.

ქრისტეს დაბადებამდე ჩრდილოგერმანული გამოცალკევებულა დასავლეთგერმანულისაგან, ხოლო IX საუკუნიდან კი იგი დაყოფილა უკვე დასავლეთნორდულად და აღმოსავლეთნორდულად, იმავე ჩრდილონორდულად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Kurt Braunmüller: Die skandinavischen Sprachen im Überblick. Tübingen und Basel: A. Francke Verlag, 2007, ISBN 978-3-8252-1635-1.