ერთეულთა საერთაშორისო სისტემის თავსართები, SI თავსართები, სი თავსართები, ათჯერადი თავსართებიერთეულთა საერთაშორისო სისტემაში დამკვიდრებული ერთეულთა წილობითი და ჯერადი თავსართები. გამოიყენება გრძელ ფიზიკურ მნიშვნელობათა ერთეულების შემოკლებული აღნიშვნისთვის, მათი 10 რიცხვის ხარისხში აყვანით. ათჯერადი თავსართები ემსახურება ნოლების რაოდენობის შეკვეცას როცხობრივ ნიშნებში.

ისტორია რედაქტირება

1795 წელს სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრდა: დეკა-, ჰექტო-, კილო-, დეცი-, სანტი-, მილი-[1], ხოლო 1873 წელს ერთეულთა CGS სისტემის მიერ — მეგა- და მიკრო- ერთეულთა თავსართები. ზემოხსენებული რვა თავსართი, პირველ და მეორე ზომა-წონის გენერალურ კონფერენციაზე მიღებულ იქნა, ერთეულთა საერთაშორისო სისტემის თავსართები. 1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული გიგა-, ტერა-, ნანო- და პიკო-[2]; 1975 წელს მეთორმეტე კონფერენციაზე — ატო- და ფემტო-[3]; 1975 წელს მეთხუთმეტე კონფერენციაზე — პეტა- და ექსა-[4]; 1991 წელს მეცხრამეტე კონფერენციაზე — იოქტო-, ზეპტო-, ზეტა- და იოტა-[5]; ხოლო 2022 წელს ოცდამეშვიდე კონფერენციაზე — ქუექტო-, რონტო-, რონა- და ქუეტა- ერთეულთა თავსართები[6].

წილობით ერთეულთა თავსართები რედაქტირება

წილობითი ერთეულები — ერთეულები, რომლებიც ფიზიკურ სიდიდეთა დადგენილი ერთეულების გარკვეულ ნაწილს (წილს) შეადგენენ. საზომთა მეტრული სისტემის დადგენისას მეტრული სისტემის ამოსავალი ერთეულებიდან წილობითი ერთეულების წარმოქმნის ორი პრინციპი იყო მიღებული: ა) წილობითი ერთეულების სახელწოდებათა წარმოქმნა თავსართების (დეცი, სანტი, მილი) მეშვეობით და ბ) ათობითობა წილობითი ერთეულების ამოსავალ ერთეულებთან თანაფარდობისას. მაგალითად, 1 მმ (მილიმეტრი) = 10−3 მ (მეტრს)[7].

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში წილობითი ერთეულების წარმოსაქმნელად მიღებულ იქნა შემდეგი თავსართები:

10n თავსართი აღნიშვნა შემოღების
წელი
ქართ. საერთ. ქართ. საერთ.
10−1 დეცი deci [7] d 1795[1]
10−2 სანტი centi [7] c 1795[1]
10−3 მილი milli [7] m 1795[1]
10−6 მიკრო micro მკ[7] µ 1873
10−9 ნანო nano [7] n 1960[2]
10−12 პიკო pico [7] p 1960[2]
10−15 ფემტო femto [7] f 1964[3]
10−18 ატო atto [7] a 1964[3]
10−21 ზეპტო zepto   z 1991[5]
10−24 იოქტო yocto   y 1991[5]
10−27 რონტო ronto   r 2022[6]
10−30 ქვექტო quecto   q 2022[6]

ჯერად ერთეულთა თავსართები რედაქტირება

ჯერადი ერთეულები — ერთეულები, რომლებიც მთელრიცხვჯერ მეტია ფიზიკური სიდიდეების სისტემის ან სისტემის გარეშე ერთეულებზე. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ჯერადი ერთეულები მიიღება ათობითობის პრინციპით, ხოლო მათი დასახელება ამოსავალი ერთეულის სახელწოდებისგან თავსართების მეშვეობით. მაგალითად, 1 კმ (კილომეტრი) = 103 მ (მეტრი)[8].

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ჯერადობითი ერთეულების წარმოსაქმნელად მიღებულ იქნა შემდეგი თავსართები:

10n თავსართი აღნიშვნა შემოღების
წელი
ქართ. საერთ. ქართ. საერთ.
101 დეკა deca დკ[8] da 1795[1]
102 ჰექტო hecto [8] h 1795[1]
103 კილო kilo [8] k 1795[1]
106 მეგა mega მეგ[8] M 1873
109 გიგა giga [8] G 1960[2]
1012 ტერა tera [8] T 1960[2]
1015 პეტა peta   P 1975[4]
1018 ექსა exa   E 1975[4]
1021 ზეტა zetta   Z 1991[5]
1024 იოტა yotta   Y 1991[5]
1027 რონა ronna   R 2022[6]
1030 ქვეტა quetta   Q 2022[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Annales de chimie et de physique, Volumes 19-20, pages 204-205
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 11th meeting of the CGPM
  3. 3.0 3.1 3.2 12th meeting of the CGPM
  4. 4.0 4.1 4.2 15th meeting of the CGPM
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 19th meeting of the CGPM
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 27th meeting of the CGPM
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 325.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 554.