სიცოცხლის ვარსკვლავი

სიცოცხლის ვარსკვლავი (ინგლ. Star of Life) — გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურების ემბლემა, რომელსაც აკონტროლებენ ამერიკის მედიცინის ასოციაცია და აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი.

„სიცოცხლის ვარსკვლავი“

ემბლემა წარმოადგენს ცისფერ ექვსქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრშიც გვხვდება თეთრი ფერის ასკლეპიოსის კვერთხი.

ემბლემა „სიცოცხლის ვარსკვლავი“ დააპატენტეს 1967 წელს აშშ-ში. ის შეიმუშავა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შეფმა ლეო შვარცმა.

დღესდღეობით აღნიშნულ ემბლემას შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნის სასწრაფო დახმარების ავტომობილებზეც.

ვარსკვლავის ექვსი ქიმი სიმბოლიზირებს ექვს ძირითად ამოცანას, რომელსაც ხსნიან სასწრაფო დახმარების მაშველები: აღმოჩენა, შეტყობინება, საპასუხო რეაქცია, ადგილზე გაწეული დახმარება, ტრანსპორტირების მომენტში გაწეული დახმარება და დახმარების სპეციალურ ცენტრში გადაყვანა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება