სირიის დემოგრაფია

სირიის დემოგრაფია — თარიღდება სირიის სახელმწიფოს შექმნის მომენტიდან 1949 წელს სირიის ცენტრალურ სტატისტიკურ ბიუროში[1].

საშუალო მონაცემები რედაქტირება

სირიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა 2011 წელს წარმოადგენდა 22 517 750 ადამიანს[2]. მათ შორის:

ახლო აღმოსავლეთის სააგენტო ООН-ის მონაცემების მიხედვით, სირიის მოსახლეობა 8 %-ით შემცირდა ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს[3].

სირიის მოსახლეობა წარმოადგენს 18,5 მილიონ ადამიანს (2015 წლის მონაცემების მიხედვით).

სირიელების 70 % — სუნიზმის მიმდევრები არიან[4][5], თუმცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის შიიტები, მუსლიმი-ნიზარიტები და ალავიტები (16 %), ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდევრები (10 %).

სახელმწიფო ენაარაბული.

მოსახლეობა რედაქტირება

 
სირიის დემოგრაფიული მრუდი
 
მოსახლეობის სიმჭიდროვე
წელი მოსახლეობა
10 000 200 000
1000 3 000 000
1 6 000 000
500 6 000 000
1000 6 000 000
1500 6 000 000
1800 6 000 000
1900 6 000 000
1950 6 000 000
1975 6 000 000
1990 10 500 000
2000 16 071 000
2100 30 000 000

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდის მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მხრივ, 2011 წელს სირიის საშუალო მაჩვენებლი წარმოადგენდა 20,8 მილიონ ადამიანს, მათ შორის 10,5 მილიონი მამაკაცი და 10,3 მილიონი ქალი; ქალაქის მოსახლეობის წილი 56 %, მოსახლეობის ზრდის ტემპი 2010—2015 წლებში წარმოადგენს 1,7 %, სიცოცხლის ხანგრძლივობის წლები წარმოადგენს 74 წელს მამაკაცებისთის და 78 წელს ქალებისთვის[6].

მოსახლეობის დიდი ნაწილი კონცენტრილებულია ევფრატის და ხმელთაშუა ზღვისპირეთზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე — 103 ადამიანი/კმ².

სირიაში უზრუნველყოფილია უფასო განათლება 6-დან 11 წლამდე და სავალდებულო სახე აქვს. სკოლის სწავლების 12 წელიწადი შედგება 6 წელი დაწყებითი, სამი წელი საშუალო და კიდევ სამი წელი მოსამზადებელი კურსისგან, რომელიც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. განათლების დონე 15 წლის ზემოთ წარმოადგენს 86 % კაცებში და 73,6 % ქალებში.

მსხვილი ქალაქები რედაქტირება

სირიის ქალაქები
სახელწოდება მოსახლეობა მუჰაფაზა
ქართული არაბული აღწერა 1981 აღწერა 2006
1. ალეპო حلب 985 413 1 626 218 ალეპო (მუჰაფაზა)
2. დამასკო دمشق 1 112 214 1 580 909 დამასკო
3. ჰომსი حمص 346 871 798 781 ჰომსის მუჰაფაზა
4. ჰამა حماه 177 208 477 812 ჰამა (მუჰაფაზა)
5. ლატაკია اللاذقية 196 791 347 026 ლატაკიის მუჰაფაზა
6. დაირ-ელ-ზავრი دير الزور 92 091 252 588 დაირ-ელ-ზავრის მუჰაფაზა
7. რაკა الرقة 87 138 182 394 რაკის მუჰაფაზა
8. ელ-ბაბი الباب 30 008 137 565 ალეპო (მუჰაფაზა)
9. იდლიბი إدلب 51 682 135 619 იდლიბის მუჰაფაზა
10. დუმა (ქალაქი) دوما 51 337 114 761 რიფ-დიმაშკის მუჰაფაზა

ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

 
ეთნო-რელიგიური რუკა სირიის მოსახლეობის 1976 წელი

სირიის არაბები (მათ შორის დაახლოებით 400 ათასი პალესტინის დევნილი) წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ს[7][8].

უმსხვილესი ეროვნული უმცირესობები — ქურთები — წარმოადგენენ სირიის მოსახლეობის 9 %-ს[7]. ქურთების უმეტესობა ცხოვრობს ქვეყნის ჩრდილოეთით, უმეტესობა დღემდე იეყენებს ქურთულ ენას.

ეთნიკური ჯგუფებიდან რაოდენობით ქვეყანაში მესამე სირიელი თურქმენებია.

ქვეყანაში ასევე დიდი რაოდენობით სომხები იმყოფებიან(ინგლისური).

რელიგია რედაქტირება

 

დაახლოებით სირიის მოსახლეობის — მუსლიმანია, 10 % — ქრისტიანი. მუსლიმანიდან 82 % — სუნიტებია, დანარჩენები — ალავიტები და ისმაილიტები, და ასევე შიიტები, რომელთა რიცხვიც 2003 წლიდან მუდმივად იზრდება ერაყიდან წამოსული დევნილების გამო.

ქრისტიანებს შორის ნახევარი წარმოადგენს სირიელ მართმადიდებლებს, 18 % — კათოლიკეებს.

მოსახლეობის 3 % წარმოადგენს დრუზები[9], რომლებიც ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით განეკუთვნება რიგით შიიტებს.

1978 წელს სირიაში ხუთი ათასამდე ეზიდი ცხოვრობდა.

საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „Open Doors“ გამოკვლევის მიხედვით 2015 წლისთვის, სირია იკავებს მეოთხე ადგილს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე ხშირად ზღუდავენ ქრისტიანთა უფლებებს[10].

ენები რედაქტირება

სახელმწიფო და მეტად გავრცელებული ენა — არაბული. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში გამოიყენება ქურთული ენა.

გავრცელებულ ენათა რიცხვში შედის თურქმენული, ადიღური და სომხური ენები.

ცალკე მხარეებში გვხვდება არამეული ენის დიალექტები.

უცხოური ენებიდან ყველაზე გავრცელებულია — რუსული, ინგლისური და ფრანგული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Центральное статистическое бюро Сирии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-08. ციტირების თარიღი: 2017-01-17.
  2. Население Сирии
  3. ООН: население Сирии уменьшилось на 8 % из-за войны
  4. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2017-01-17.
  5. Syria Demographics Profile 2014
  6. Народонаселение мира в 2011 году [1]
  7. 7.0 7.1 http://www.krugosvet.ru/enc/strany_mira/SIRIYA.html?page=0,3#part-15%7Ctitle=Население Сирии
  8. Раздел второй. Этнодемографический обзор регио­нов и стран мира. — Глава пятая. Зарубежная Азия. — Сирия, стр. 516. // Население мира. Этнодемографический справочник. Автор: Соломон Ильич Брук. Ответственный редактор: доктор исторических наук, профессор П. И. Пучков. Академии наук СССР. Институт этнографии имени Н. Н. Миклухо–Маклая. Москва: Издательство «Наука», 1981, 880 стр.
    ორიგინალი ტექსტი (რუსული)

    Этнический состав населения:
    Арабы Сирии (сирийцы) — 7000 тыс. — 86.5 %
    Арабы Палестины (палестинцы) — 250 тыс. — 3.1 %
    Арабы других стран — 40 тыс. — 0.5 %
    Ассирийцы — 20 тыс. — 0.2 %
    Евреи — 5 тыс. — 0.1 %
    Курды — 500 тыс. — 6.2 %
    Армяне — 180 тыс. — 2.2 %
    Черкесы — 35 тыс. — 0.4 %
    Туркмены — 35 тыс. — 0.4 %
    Цыгане — 10 тыс. — 0.1 %
    Турки — 5 тыс. — 0.1 %
    Другие и неизвестные — 10 тыс. — 0.2 %
    Всего — 8090 тыс. — 100.00 %

  9. Syria
  10. Open Doors Weltverfolgungsindex 2015 დაარქივებული 2015-01-29 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)