სირასე ნობუ (იაპონ. 白瀬 矗; დ. 20 ივლისი, 1861 — გ. 4 სექტემბერი, 1946) — იაპონელი სამხედრო მოღვაწე, 1910-1912 წლების იაპონიის ანტარქიკული ექსპედიციის ხელმძღვანელი. დაიბადა 1861 წელს კონოურაში. 1879 წელს ჩააბარა კავალერიულ სასწავლებელში. პირველი ექსპედიცია გაატარა კურილის კუნძულებზე 1893 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. დემობილიზაციის შემდეგ ცხოვრობდა კარაფუტოში. ომის შემდეგ წამოაყენა ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციის მოწყობის იდეა, მაგრამ ფრედერიკ კუკისა და რობერტ პირის განცხადების შემდეგ, 1909 წელს სირასემ დაიწყო ექსპედიციის მომზადება სამხრეთ პოლუსზე გასამგზავრებლად. ექსპედიციამ სახელმწიფოს მხარდაჭერა ვერ მიიღო, რადგან პრემიერ-მინისტრი კაცურა ტარო და ექსპედიციის მხარდაჭერის ასოციაციის თავმჯდომარე ოკუმა სიგენობუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები იყვნენ.

სირასე ნობუ

სირასე ნობუ პოლარულ ტანსაცმელში
მშობლიური სახელი 白瀬 矗
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1861
კონოურა, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 1946
კორომო, იაპონია
ქვეშევრდომობა იაპონიის იმპერიის დროშა
საქმიანობა მოგზაური

სირასე ნობუ გარდაიცვალა 1946 წლის 4 სექტემბერს კორომოს დასახლებაში (თანამედროვე ტოიოტა).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება