სინდი შერმანი (ინგლ. Cindy Sherman, დ. 19 იანვარი, 1954, გლენ-რიჯი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მხატვარი, ფოტოგრაფი, ცნობილი მისი კონცეპტუალური პორტრეტებით. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს. 1995 წლიდან მაკარტურის სტიპენდიანტია.

ბიოგრაფია რედაქტირება

სინდი შერმანი დაიბადა გლენ-რიჯში, ნიუ-ჯერსი. დაბადებიდან მცირე ხანში, მისი იჯახი ლონგ-აილენდის მცირე დასახლება ჰანტინგტონში გადასახლდა. შერმანი სახვითი ხელოვნებით ბუფალოს შტატის კოლეჯში დაინტერესდა, სადაც დაიწყო კიდეც ხატვა. თუმცა სახვითი ხელოვნების ამ ფორმის ტექნიკური შეზღუდვებით იმედგაცრუებულმა მალევე ფოტოგრაფიაზე გადაინაცვლა. მან კოლეჯის დარჩენილი წლები ფოტოგრაფიას დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ კურსზე ფოტოგრაფიის საგანში ჩაიჭრა, მან მომდევნო წელს იგივე საგანი ბარბარა ჯო რევილთან გაიარა, ვისგანაც პირველად ეზიარა კონცეპტუალური ხელოვნებისა და სხვა თანამედროვე ფორმების საფუძვლებს.[1]

საინტერესო ცნობები რედაქტირება

2010 წელს შერმანის თითქმის ექვსი ფუტის (1.8 მ) სიმაღლის ფერადი ფოტოილუსტრაცია "უსათაურო #153" (1985), რომელზეც თავად მხატვარი იყო გამოსახული როგორც ტალახმოცხებული გვამი, $2,7 მილიონად გაიყიდა.[2] ხოლო 2011 წელს, ფოტონაბეჭდი უსახელო #96 $3.89 მილიონად გაიყიდა ქრისტის აუქციონზე. ეს იყო 1981 წელს დაბეჭდილი 10 ასლიდან ერთ-ერთი.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. [[#CITEREF|]]
  2. ლინდსი პოლოკი (9 ნოემბერი, 2010), უორჰოლის $63 მილიონად შეფასებული ელისაბედ ტეილორის პორტრეტი აოგნებს აუქციონის დილერებს 'ბლუმბერგი.
  3. ჯად ტალი (12 მაისი, 2011), [1] 'Artinfo.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება