სინდი კროუფორდი (ინგლ. Cindy Crawford; დ. 20 თებერვალი, 1966) — ამერიკელი სუპერმოდელი, MTV-ის წამყვანი და მსახიობი.

სინდი კროუფორდი
სინდი კროუფორდი 2015 წელს
სინდი კროუფორდი 2015 წელს
ნამდვილი სახელი სინთია ენ კროუფორდი
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 1966
დაბ. ადგილი დე-კალბი, ილინოისი, აშშ
სიმაღლე 175 სმ
წონა 59 კგ
მკერდი 86 სმ
წელი 66 სმ
თეძო 89 სმ
თმის ფერი წაბლისფერი
თვალები თაფლისფერი
ეროვნება ამერიკელი

ადრეული წლები რედაქტირება

დაიბადა 1966 წლის 20 თებერვალს დე-კალბში, ილინოისის შტატში, ჯონ კროუფორდისა და ჯენიფერ სიუს (ნიი უოლქერი) ოჯახში . სინდის საცნობი ნიშანი ზედა ტუჩთან არსებული ხალია, რომლის წყალობითაც ის არაერთ სარეკლამო რგოლშია გადაღებული, დაწყებული შოკოლადის სარეკლამო კამპანიიდან, დასრულებული მოდური კოსმეტიკით. თუმცა, კარიერის დასაწყისში, უამრავი ჟურნალის გარეკანიდან მისი ხალი გამქრალია; თუნდაც, სინდის პირველი ფოტო ავიღოთ ჟურნალ ვოგის გარეკანზე.

სინდი სრულიად შემთხვევით გაზეთის ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, როდესაც 16 წლის გოგონა საზაფხულო სამუშაოზე ბატი-ბუტს ყიდდა და სურათი გადაუღო. ერთი ფოტო საკმარისი აღმოჩნდა, რომ სინდის სამოდელო სააგენტოდან შემოთავაზება მიეღო. მან ჯონ კასაბლანკას ”წლის სახის” კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

სინდის დექალბის საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული, შემდეგ კი დასავლეთის უნივერსიტეტში სამედიცინო ინჟინერიას გადიოდა, თუმცა, მხოლოდ ერთი მეოთხედი ისწავლა. მან უნივერსიტეტი მოდელობის გამო მიატოვა. თავდაპირველად ფოტოგრაფ ვიქტორ სტრებნესკისთან თანამშრომლობდა ჩიკაგოში, 1986 წელს მანჰეტენზე გადავიდა.

სინდის ძმა ადრეულ ასაკში ლეიკემიით გარდაეცვალა, ამიტომ, მოდელი ბოლო წლებში სპეციალურ ცენტრს უდგას სათავეში, რომელიც ბავშვებში ლეიკემიის გამოვლენა-მკურნალობით არის დაკავებული.

კარიერა რედაქტირება

1989 წლიდან 1995 წლამდე სინდის MTV-ზე გადაცემა ”სახლის სტილი” მიჰყავდა. 90-იანების შუა წლებში სინდი პეპსისა და პეპსის შუფუთვის რეკლამებში გადაიღეს. 1995 წელს კი მან პირველად შეასრულა ფილმში როლი, თანაც მთავარი; ფილმის სახელწოდებაა პატიოსანი თამაში, სადაც მშვენიერ მოდელს პარტნიორობას მსახიობი უილიამ ბოლდვინი უწევს. მოდელის შესრულების მანერა კრიტიკოსებს არ მოეწონათ, ამიტომაც ფილმმა მკაცრი გაკიცხვა დაიმსახურა და გაქირავებებშიც ჩავარდა. ფილმის გადაღებაზე დახარჯული 50 მილიონი დოლარიდან კი მხოლოდ 10 მილიონის ამოგება იქნა შესაძლებელი. მას მერე სინდიმ არაერთი მეორეხარისხოვანო როლი განასახიერა, თუმცა, კრიტიკოსებს თავი ვერ მოაწონა და არც მოგებისმომტანი ფილმები გამოდგა. ყველაზე წარმატებული მისთვის ვიდეოზე გადაღებული ვარჯიშები აღმოჩნდა, რაც მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.

სინდის სიმაღლე 177 სმ-ია, მას ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა აქვს. მისი პარამეტრებია: 86-66-89. 1980-1990 წლებში სინდი ყველაზე პოპულარულ სუპერმოდელთა სიაში შედიოდა, ის არაერთი ჟურნალის გარეკანზე ჩნდებოდა, იყო პოდიუმების ხშირი დედოფალი და მოდური კომპანიების სახე. 1989-2000 წლებში სინდი რევლონის სახეა. ის პირველი სუპერმოდელია, რომელმაც ჟურნალ ფლეიბოისთვის გაიხადა ფოტოგრაფ ჰერბ რიცთან მუშაობისას. სინდი კროუფორდი მსოფლიოში თითქმის 600 ჟურნალის გარეკანს ამშვენებს, მათ შორის, ისეთებს, როგორებიცაა: Vogue, W, People, Harper’s Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure. სინდი რამდენიმე მოდური სახლის სახეც იყო, მაგალითად : Gianne Versace, Escada და სხვა. ცნობილმა დიზაინაერმა კარლ ლაგერფილდმა მასზე თქვა: ”მასში თავმოყრილია კლასიკური სილამაზე და ყოველი ამერიკელი მამაკაცის ოცნებაო”. მას თავის დროზე მეტსახელიც ჰქონდა; როდესაც სამოდელო ბიზნესში შეაბიჯა, მოდელ ჯია მარი კარანჯისთან მსგავსების გამო, ”პატარა ჯიას” ეძახდნენ.

სინდიმ ფლეიბოის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში: ”20-ე საუკუნის 100 ყველაზე სექსუალური ვარსკვლავი” მეხუთე ადგილი დაიკავა. 1997 წელს ჟურნალ Shape-ის მიერ მოწყობილ გამოკითხვაში კი სინდიმ მეორე ადგილი აიღო მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალბატონთა შორის, სადაც სუსტი სქესის 4000 წარმომადგენელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი მსახიობ დემი მურს ხვდა წილად. 2002 წელს ჟურნალმა People სინდი მსოფლიოს 50 ულამაზეს ადამიანთა შორის დაასახელა, სადაც საპატიო დადგილებს შერონ სტოუნი და ალენ დელონიც იყოფენ.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

სინდი 1991 წელს მსახიობ რიჩარდ გირს გაჰყვა ცოლად, მათ ერთად 1995 წლამდე იცხოვრეს. 1998 წლის 29 მაისს სინდი რენდი გერბერზე გათხოვდა, ვისთანაც ორი შვილი შეეძინა. პირველი — პრესლი უოლქერი 1999 წლის 2 ივლისს და მეორე — ქაია ჯორდანი 2001 წლის 3 სექტემბერს. სინდი კროუფორდი ამჟამად კალიფორნიაში, მალიბუში ცხოვრობს.

2007 წელს სინდი რონალდ მაქდონალდის საქველმოქმედო სახლის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება