სინგაპურის დროშასინგაპურის ერთ-ერთი ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. პირველი სახელმწიფო დროშა მიიღეს 1959 წელს, როდესაც სინგაპური ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1965 წლის 8 აგვისტოს აღნიშნული დროშა გამოცხადდა დამოუკიდებელი სინგაპურის დროშად.

სინგაპურის დროშა
მიღებულია 3 დეკემბერი, 1959
პროპორცია 2:3

დროშა შედგება ორი ჰორიზონტალური თანაბარი ზოლისაგან. ზემო წითელია, ხოლო ქვემო — თეთრი. წითელი ფერი ძმობისა და თანასწორობის სიმბოლოა, ხოლო თეთრი — სიწმინდის. ზემო მარცხენა კუთხეში გამოსახულია თეთრი ნახევარმთვარე და ხუთი წრეზე განლაგებული ვარსკვლავი. ნახევარმთვარე აღნიშნავს ახალგაზრდობას, ხოლო ხუთი ვარსკვლავი დემოკრატიას, მშვიდობას, პროგრესს, სამართლიანობასა და თანასწორობას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება