სიმფსონები (სეზონი 1)

ამერიკული ანიმაციური ტელესერიალსიმფსონების“ პირველი სეზონი ეთერში გადიოდა 1989 წლის 17 დეკემბრიდან 1990 წლის 13 მაისამდე. მისი ეპიზოდია „Simpsons Roasting on an Open Fire“. შოუზე პირველივე სერიებიდან მუშაობდნენ მეტ გრენინგი, ჯეიმზ ლ. ბრუქსი და სემ საიმონი.[1]

სიმფსონები
სეზონი 1

სეზონის DVD გამოცემა
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 13
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ეთერში 17 დეკემბერი 1989 – 13 მაისი 1990
სახლის ვიდეოს გამოცემა
DVD
რეგიონი 1 25 სექტემბერი 2001
რეგიონი 2 24 სექტემბერი 2001
რეგიონი 4 24 სექტემბერი 2001
რეგიონი 5 21 აგვისტო 2008
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
სეზონი 2
სიმფსონების ეპიზოდების სია

თავდაპირველად დაგეგმილი იყო პირველი ეპიზოდის სახით "Some Enchanted Evening"-ს ჩვენება, ვინაიდან პერსონაჟების წარდგენა ამ ეპიზოდით ხდებოდა.[2] მაგრამ პროდიუსერებმა პირველი გადახედვისას აღმოაჩინეს, რომ მისი 70% შესაცვლელია.[3] მათ დაგეგმეს სერიალის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი ეპიზოდი ასეთივე უხარისხო აღმოჩნდება. თუმცა, მასში დაშვებული შეცდომები გამოსწორებადი იყო. კომპანია Fox-მა დებიუტის თარიღი 17 სექტემბერს გადაიტანა. "Simpsons Roasting on an Open Fire" წარდგენილი იქნა, როგორც სერიალის პირველი ეპიზოდი[2]

ამ სეზონმა ემის გადაცემის ცერემონიაზე ორი პრემია დაიმსახურა, ისევე როგორც ოთხი დამატებითი ნომინაცია. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო შოუების შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ ერთი ეპიზოდის წარდგენა, ნომინირებული იქნა როგორც "Simpsons Roasting on an Open Fire", ასევე "Life on the Fast Lane". "Simpsons Roasting on an Open Fire" წარდგენილი იყო ’მინისერიალის საუკეთესო მონტაჟის’, ხოლო "The Call of the Simpsons" - ’საუკეთესო ინდივიდუალურ მიღწევაში კომედიური სერიალის ან სპეციალური ეპიზოდის ხმის მიქსის სფეროს’ კატეგორიაში. დენი ელფმანის მიერ შექმნილი სერიალის მთავარი მუსიკალური თემა ’საუკეთესო თემატური მუსიკის’ კატეგორიაში იყო ნომინირებული.[4]

DVD გამოცემა გაყიდვაში გამოვიდა 2001 წლის 25 სექტემბერს (რეგიონი 1) და 2001 წლის 24 სექტემბერს (რეგიონი 2 და 4).

ეპიზოდები რედაქტირება

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
11„Simpsons Roasting on an Open Fire“დევიდ სილვერმანიმიმი პონდი17 დეკემბერი, 1989 (1989-12-17)7G08
საშობაო საყიდლებზე ყოფნისას ბარტი გაიპარება და ტატუს გაიკეთებს. მარჯი ამის შესახებ მალევე გაიგებს და ოჯახის დანაზოგს ტატუს მოსაშორებლად დახარჯავს. ამასობაში ჰომერი იგებს, რომ მისტერ ბერნსი საშობაო ბონუსებს არ არიგებს, რის შედეგადაც ოჯახს საჩუქრების შესაძენად ფული არ აქვს. ის გადაწყვეტს, რომ ფინანსური პრობლემა საიდუმლოდ შეინახოს და სავაჭრო ცენტრის სანტად დაიწყებს მუშაობას, თუმცა აღმოაჩენს, რომ ხელფასი საკმაოდ მცირეა. სასოწარკვეთილ ჰომერს მხოლოდ სასწაულის იმედი აქვს. ის და ბარტი ძაღლების რბოლაზე წავლენ იმ იმედით, რომ მცირეოდენ ფულს მაინც გამოიმუშავებენ. ჰომერი სანტას სამსახურში გამომუშავებულ თანხას ჩამოდებს ძაღლზე, სახელად სანტას პატარა დამხმარე, თუმცა იგი რბოლაში დამარცხდება. ძაღლის პატრონი, რომელსაც ყელში ამოუვიდა მისი გაუთავებელი წარუმატებლობა, სანტას პატარა დამხმარეს აგდებს. ჰომერი ბარტს მისი აყვანის ნებას რთავს. მოგვიანებით ჰომერი ცდილობს, სიმართლეში ყველას გამოუტყდეს, თუმცა ბარტი წამოიძახებს, რომ ძაღლი ჰყავთ და სიმფსონების ოჯახის ახალ წევრს ყველა მხიარულად ეგებება.
22„Bart the Genius“დევიდ სილვერმანიჯონ ვიტი14 იანვარი, 1990 (1990-01-14)7G02

ბარტს ინტელექტის ტესტის დაწერა უჭირს და საკუთარს მარტინის, კლასის გენიოსის, ტესტში ჩუმად გადაცვლის. როცა შედეგები ცნობილი გახდება, სკოლის ფსიქოლოგი ბარტს გენიოსად გამოაცხადებს და მას ნიჭიერი ბავშვების გაძლიერებული სწავლების ცენტრში გაგზავნის. ჰომერი ბარტს პატივისცემით ეპყრობა. მალევე ბარტი ახალ კლასელებს შორის თავს ზედმეტად იგრძნობს, ხოლო მისი ძველი მეგობრები მას გაუუცხოვდნენ. ბარტი აღიარებს, რომ ტესტში ითაღლითა და შედეგად მას სპრინგფილდის დაწყებით სკოლაში აბრუნებენ.

შენიშვნა: ამ ეპიზოდში პირველად ჩნდება ედნა კრაბეპლი.
33„Homer's Odyssey“უეს არჩერიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი21 იანვარი, 1990 (1990-01-21)7G03
ბარტის კლასი სპრინგფილდის ბირთვული ქარხნის დასათვალიერებლად მიდის, სადაც ჰომერი, რომელიც ცდილობს, რომ მუშაობით დაკავებული გამოჩნდეს, ურიკით რადიოაქტიურ მილს დაეჯახება, რის გამოც მას სამსახურიდან აგდებენ. ახალი სამსახურის პოვნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იგი დეპრესიაში ჩავარდება და ხიდიდან გადახტომით თავის მოკვლას გადაწყვეტს. მისი ოჯახი ამ გეგმის შესახებ მალევე გაიგებს და მის შეჩერებას შეეცდება, რა დროსაც მათ სატვირთო ავტომობილი კინაღამ ეჯახება. თავისი ახალი მიზნის აღმოჩენის შემდეგ, ჰომერი უსაფრთხოების მოძრაობას წამოიწყებს და გადაწყვეტს, ბირთვული ქარხნის წინააღმდეგ პროტესტები გამართოს. ჰომერისა და მისი ბრბოს შესაჩერებლად, მისტერ ბერნსი მას უსაფრთხოების ინსპექტორის სამსახურს შესთავაზებს მომატებული ხელფასით, რაზეც ჰომერი თანხმდება.
44„There's No Disgrace Like Home“გრეგ ვენზო და კენტ ბატერუორთიელ ჯინი და მაიკ რაისი28 იანვარი, 1990 (1990-01-28)7G04
ჰომერი თავის ოჯახს მისტერ ბერნსის მამულში გამართულ პიკნიკზე წაიყვანს. მარჯი, ბარტი და ლიზა მას შეარცხვენენ. ჰომერი შენიშნავს, რომ მისტერ ბერნსი ურთიერთმოსიყვარულე და პატივისცემის მქონე ოჯახებს ანიჭებს უპირატესობას, რის შემდეგაც დარწმუნდება, რომ ის და მისი ოჯახი ამისგან შორს არიან, ამის გამო კი მათ ოჯახურ თერაპიაზე წაიყვანს. როცა სტანდარტული მეთოდი მათ ცივილურს ვერ ხდის, ექიმი ელექტროშოკის თერაპიას მიმართავს. სიმფსონები კონტროლიდან მალევე გამოდიან, რის შედეგადაც ელექტრო-ენერგია მთელ ქალაქში ითიშება.
55„Bart the General“დევიდ სილვერმანიჯონ სუორცუელდერი4 თებერვალი, 1990 (1990-02-04)7G05
ნელსონ მანცი, რომელიც სკოლაში ბავშვებს გამუდმებით ჩაგრავს, ბარტს სკოლის შემდეგ ყოველდღე ესხმის თავს. ჰომერი ბარტს ურჩევს, რომ ნელსონს დაუპირისპირდეს, თუმცა ეს არ გაჭრის. სასოწარკვეთილი ბარტი რჩევისთვის ბაბუას მიმართავს. ბაბუა ბარტს ჰერმანთან მიიყვანს, რომელიც მას სკოლის ბავშვების შემოკრებასა და ნელსონისთვის ომის გამოცხადებას შესთავაზებს. ბარტი და მისი ჯარი წარმატებით ახერხებენ ნელსონის დარწმუნებას, რომ ბავშვების ჩაგვრა შეწყვიტოს.
66„Moaning Lisa“უეს არჩერიელ ჯინი და მაიკ რაისი11 თებერვალი, 1990 (1990-02-11)7G06
დეპრესიისას ლიზა გაიცნობს საქსოფონისტ მერფის.
77„The Call of the Simpsons“უეს არჩერიჯონ სუორცუელდერი18 თებერვალი, 1990 (1990-02-18)7G09
პიკნიკზე მეგი იკარგება დათვებთან, ხოლო ჰომერი ყველას ჰგონია ბიგფუტი.
88„The Telltale Head“რიჩ მურიელ ჯინი, მაიკ რაისი, სემ საიმონი და მეტ გრენინგი25 თებერვალი, 1990 (1990-02-25)7G07
სპრინგფილდში ცნობილი ხულიგნების აღიარების მოსაპოვებლად ბარტი იპარავს ჯებედაია სპრინგფილდის ძეგლის თავს.
99„Life on the Fast Lane“დევიდ სილვერმანიჯონ სუორცუელდერი18 მარტი, 1990 (1990-03-18)7G11
ჰომერი ივიწყებს მარჯის დაბადების დღეს, ხოლო მარჯს გაიცნობს მამაკაცი, რომელსაც იგი შეუყვარდება.
1010„Homer's Night Out“რიჩ მურიჯონ ვიტი25 მარტი, 1990 (1990-03-25)7G10
ბარტი ყიდულობს მომცრო ზომის ფოტოაპარატს და იღებს მეტად სკანდალურ ფოტოებს.
1111„The Crepes of Wrath“უეს არჩერი და მილტონ გრეიჯორჯ მაიერი, სემ საიმონი, ჯონ სუორცუელდერი და ჯონ ვიტი15 აპრილი, 1990 (1990-04-15)7G13

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბარტს აგზავნიან საფრანგეთში, თუმცა იგი მოხვდება ორ ბოროტმოქმედთან, რომლებიც ხარშავენ ღვინოს ანტიფრიზის დამატებით. ხოლო სიმფსონებს ეწვევა ალბანელი ბიჭუნა ადილი, რომელიც ჯაშუში აღმოჩნდება.

შენიშვნა: ეს არის პირველი ეპიზოდი აგნეს სკინერის მონაწილეობით.
1212„Krusty Gets Busted“ბრედ ბერდიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი29 აპრილი, 1990 (1990-04-29)7G12

ჯამბაზ კრასტის აბრალებენ სუპერმარკეტში ქურდობას. ბარტი დარწმუნებულია, რომ იგი უდანაშაულოა.

შენიშვნა: აქ პირველად ჩნდება კენტ ბროკმენი.
1313„Some Enchanted Evening“დევიდ სილვერმანი და კენტ ბატერუორთიმეტ გრენინგი და სემ საიმონი13 მაისი, 1990 (1990-05-13)7G01
სანამ მშობლები შინ არ არიან, ბავშვებთან რჩება მომვლელი, რომელიც აღმოჩნდება ცნობილი ქურდი.

DVD გამოცემა რედაქტირება

სრული პირველი სეზონი
დეტალები[5][6] დამატებები[5][6]
  • 13 ეპიზოდი
  • 3 დისკი
  • 4:3 ფორმატი
  • ენები
    • ინგლისურ (5.1, სუბტიტრებით)[6]
    • ფრანგული (Dolby Digital 2.0 Surround)[6]
    • ესპანური (მხოლოდ სუბტიტრები)[6]
გამოცემის თარიღები
რეგიონი 1 რეგიონი 2 რეგიონი 4
25 სექტემბერი, 2001 24 სექტემბერი, 2001 24 სექტემბერი, 2001

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Richmond, pp. 16–17
  2. 2.0 2.1 Groening, Matt. (2001). The Simpsons season 1 DVD commentary for the episode "Some Enchanted Evening". [DVD]. 20th Century Fox.
  3. Silverman, David. (2001). The Simpsons season 1 DVD commentary for the episode "Some Enchanted Evening". [DVD]. 20th Century Fox.
  4. Emmy Awards official site "The Simpsons" "1989–1990" emmys.org. Retrieved on July 3, 2007
  5. 5.0 5.1 Simpsons, The — The Complete 1st Season. TV Shows on DVD.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-03. ციტირების თარიღი: 2008-03-08.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The Simpsons Season 1 DVD. The Simpsons Shop. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-15. ციტირების თარიღი: 2008-03-08.