სიმფონიური ბლეკ-მეტალი

სიმფონიური ბლეკ-მეტალიბლეკ-მეტალის ქვეჟანრი, რომელიც ჩამოყალიბდა შუა და გვიან 1990-იანებში.[1] ჟანრი ცნობილია თავისი სიმფონიური და საორკესტრო ელემენტებით და ცენტრალიზებულია ევროპაზე.

მახასიათებლები რედაქტირება

სიმფონიური ბლეკ-მეტალი იყენებს სიმფონიურ და საორკესტრო ელემენტებს. შეიძლება გამოყენებული იქნას მელოდიური ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა აღმოვაჩინოთ ორკესტრის სექციებში, იქნება ეს სიმებიანი, სასულე თუ კლავიშებიანი საკრავები. ვოკალი შესაძლოა იყოს „სუფთა“ ან ოპერის სტილში. სიმღერის სტრუქტურები არის უფრო განსაზღვრული და შთაგონებული სიმფონიებით, თუმცაღა, შენარჩუნებულია ტრადიციული ბლეკ-მეტალის მრავალი მახასიათებელი, ისეთი, როგორებიცაა მყვირალა ვოკალი, სწრაფი ტემპი და გიტარების დაკვრა ორმაგი პიკინგით. შესაძლოა გამოყენებული იქნას მყვირალა ჟღერადობის ინსტრუმენტები და არპეჯოები, დრამატული შუალედები, რის გამოც ჟღერადობა ყოველთვის მკაცრად სიმფონიური არაა. მიუხედავად ამისა, მისი კავშირები ბლეკ-მეტალთან ყოველთვის ადვილად აღსაქმელი არაა. თითქმის ყველა სიმფონიურმა ბლეკ-მეტალ ჯგუფმა სტანდარტული ბლეკ-მეტალის დაკვრით დაიწყო კარიერა. შემდეგ მათ დაიწყეს ელემენტების დამატება პროგრესული როკიდან, ძირითადად კი ფსიქოდელიური როკიდან, სპეის როკიდან და გოთური მეტალიდან, მისი აქცენტით გამყინვარებაზე, შემაძრწუნებელი ტექსტურებით. შედეგად ჟღერადობა უფრო სავსე და ადვილად ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ტრადიციული ბლეკ-მეტალია. სიმფონიური ბლეკ მოძრაობა რჩება გარკვეულწილად შეზღუდულად, ნაწილობრივ მისი ეპიკური ამბიციების გამო და ნაწილობრივ იმიტომ, რომ იგი არაა ტრადიციულად მეტალური ჟღერადობის, მაგრამ იმ მიმდინარეობის მომხიბლელმა სინთეზმა, რომლებმაც გავლენა მოახდინეს სიმფონიური ბლეკ-მეტალის ჩამოყალიბებაზე, აქციეს იგი მომენტალურად ამოსაცნობ ალტერნატივად.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 სიმფონიური ბლეკ-მეტალი allmusic-ზე. allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-11. ციტირების თარიღი: 2009-04-03.