სიმონ ჭიაბრიშვილი

სიმონ (ნასყიდ) იაგორის ძე ჭიაბრიშვილი (დ. 1880, დუშეთი, — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ვაჭარი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]

იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.[2] ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტი. მონაწილეობდა დუშეთის მაზრაში 1922 წელს ანტისაბჭოთა რაზმების ორგანიზებაში, იყო სამხედრო ცენტრის წევრი, ახლოს იყო შალვა ფავლენიშვილთან და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
  2. სვიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი დაარქივებული 2020-11-29 საიტზე Wayback Machine. . ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას უნივერსიტეტი).
  3. 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 18 იანვარი 2016.