სიმების თეორია — განვითარებადი თეორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რომელიც მიზნად ისახავს კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის ზოგადი თეორიის შერწყმას.[1] სიმების თეორია არის ერთ-ერთი კანდიდატი ე.წ. ყველაფრის თეორიის (TOE) ცნობილი ფუნდამენტური ძალებისა და მატერიის მათემატიკურად სრული სიტეტმით აღწერის მანერით. სიმების თეორიამ ჯერ უნდა იწინასწარმეტყველოს რაოდენობრივი ექსპერიმენტული შედეგი, რაც ზოგადად საჭიროა, რათა თეორია დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას.

კალაბი-იაუს მრავალსახოვნების პროექცია, სიმების თეორიის მიერ პოსტულირებული დამატებითი განზომილების წარმოდგენის ერთ-ერთი ხერხი.

სიმების თეორია მიიჩნევს, რომ ატომში ელექტრონები და კვარკები არიან არა ნულოვან — განზომილებიანი ობიექტები, არამედ წარმოადგენენ ერთ-განზომილებიან ოსცილირებად წრფეებს („სიმებს“). ადრეული სიმების მოდელით ბოზონური სიმი დაკავშირებული იყო მხოლოდ ბოზონებთან, თუმცა ეს შეხედულება განვითარდა სუპერსიმების თეორიამდე, რომელიც უშვებს კავშირის („სუპერსიმეტრიის“) არსებობას ბოზონებსა და ფერმიონებს შორის. სიმების თეორია აგრეთვე საჭიროებს რამდენიმე დაუკვირვებადი დამატებითი განზომილების არსებობას, გარდა ჩვეულებრივი ოთხ სივრცე-დროითი განზომილებისა.

თეორია სათავეს იღებს (1969 წ) დუალური რეზონანსის მოდელიდან. ამ დროიდან მოყოლებული ტერმინმა სიმების თეორია მოიცვა სუპერსიმების თეორიასთან დაკავშირებული ჯგუფებიც. ჩამოყალიბდა ხუთი მთავარი სიმების თეორია. მათ შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობდა განზომილებათა რაოდენობაში, სადაც ყალიბდებოდა სიმები და მათი მახასიათებლები. თუმცა ყოველი მათგანი იყო კორექტული. 90-იან წლეებში ჩამოყალიბდა ე. წ. M-თეორია, რომელიც წარმოადგენდა ყველა წინამორბედი სუპერსიმების თეორიის გაერთიანებას და ამტკიცებდა, რომ სიმები არის 11-განზომილებიან სივრცეში არსებული 2-განზომილებიანი მემბრანის ერთ-განზომოლებიანი რეალური ნაწილები.

ამ თეორიების შედეგად მიღებული მახასიათებლებისა და დამკვიდრებული პრინციპების (ჰოლოგრაფიული პრინციპი), მათი თანაზიარი ლოგიკური კონსისტენციებისა და იმ ფაქტის გამო, რომ ზოგიერთი მათგანი ბუნებრივად მოიცავს ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელს ზოგ ფიზიკოს-მათემატიკოსებს (მაგალითად ვიტენი, მალდასენა და სასკინდი) სჯერათ, რომ სიმების თეორია წარმოადგენს სამყაროს კორექტული ფუნდამენტური აღწერის ერთ-ერთ საფეხურს.[2][3][4][5] მეორე მხრივ სხვა გამოჩენილი ფიზიკოსები (მაგალითად ფეინმანი და გლეშოუ) აკრიტიკედნენ სიმების თეორიას, რადგანაც იგი ვერ იძლევა რაიმე რაოდენობრივ ექსპერიმენტალურ წინასწარმეტყველებას.[6][7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება