სილაური

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

სილაურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი სილაური). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 100 მ., ოზურგეთიდან 13 კმ. სოფელში ჩამოედინება მდინარეები რობა და მამათისღელე. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
სილაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი სილაური
კოორდინატები 41°59′57″ ჩ. გ. 41°59′57″ ა. გ. / 41.99917° ჩ. გ. 41.99917° ა. გ. / 41.99917; 41.99917
ადრეული სახელები გაღმა ბაილეთი, ძეგორა
ფართობი 10,33 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 531[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 51,4 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სილაური — საქართველო
სილაური
სილაური — გურიის მხარე
სილაური

ისტორია რედაქტირება

სოფლის ძველი სახელწოდებაა ძეგორა. რუხმელის ხეობაში იდგა ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია. დღევანდელი სილაურის ტერიტორიაზეა ბაილეთის ნაწილი ე.წ. გაღმა ბაილეთი. გაღმა ბაილეთი გურიელების კუთვნილება იყო და გურიის სამთავროს მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა გურიელთა სასახლე და გვიანშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე, ასევე 1609 წელს აგებული ბაილეთის ეკლესია. 1614 წელს მამია II გურიელმა ბაილეთის რეზიდენციაში მიიღო სტუმრები, იეზუიტი მისიონერები ლუი გრანჟე და ეტიენ ვიო.[3] ბაილეთის ეკლესია მამათისა და ჩეხედანას ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული. ეკლესია ნაგები იყო აგურითა და ნახეთქი ქვით. XVIII საუკუნის ბოლოდან გაღმა ბაილეთს, როგორც საბატონიშვილოს, ფლობდა ლევან გურიელი.[4] 1827 წელს ეკლესიას დაადგეს თლილი ქვის გუმბათი და მოხატეს. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი სამწახნაგოვანი ნახევარწრის ფორმისა იყო. მხატვრობა შეიცავდა გურიელების გვარის წარმომადგენელთა პორტრეტებს. ბაილეთის ეკლესია და ციხე 1958-62 წლებში დაანგრიეს ჯუმათის სკოლის მშენებლობისთვის. სოფელში 1945 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 23 კვტ/სთ.[5] 1977 წელს სილაურის კოლმეურნეობა ფლობდა 125 ჰა ჩაისა და 21,5 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 596
1911[7]   707
1971   897
1977   918
2002   1063
2014   531 268 263

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. მამია II გურიელის (1600-1625) ერთი რელიგიური და დიპლომატიური აქტის შესახებ
  4. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  5. მურვანიძე მ., „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1945, № 46, გვ. 4.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год