სილამიაე (ესტ. Sillamäe; რუს. Силламяэ) — ქალაქი ჩრდილოეთ ესტონეთში, იდა-ვირუმაას მაზრაში, ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე, მდინარე სიტკეს შესართავთან. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 16 183 ადამიანია.[2]

ქალაქი
სილამიაე
Sillamäe
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა იდა-ვირუმაა
კოორდინატები 59°23′35″ ჩ. გ. 27°46′27″ ა. გ. / 59.39306° ჩ. გ. 27.77417° ა. გ. / 59.39306; 27.77417
პირველი ხსენება 1502
ფართობი 10,54 კმ²
მოსახლეობა 16 183 [1] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1 500 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 40231
საავტომობილო კოდი I
ოფიციალური საიტი sillamae.ee
სილამიაე — ესტონეთი
სილამიაე

ისტორია რედაქტირება

ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად 1502 წელს მოიხსენიება, როდესაც ეს ტერიტორია ლივონიის ორდენის კონტროლის ქვეშ იყო.[3] 1700 წლის დოკუმენტებში დასტურდება წისქვილი და მდინარე სიტკეზე გადებული ხიდი.[4]

ეკონომიკა რედაქტირება

მას შემდეგ, რაც 1989 წელს ურანის დამუშავება შეწყდა და 1991 წელს ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, სილამიაეში სამრეწველო საქმიანობა მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც მთელი 1990-იანი წლები გასტანა და ადგილობრივების უმუშევრობის დიდი მაჩვენებელი გამოიწვია. 1997 წელს მოხდა გარკვეული საწარმოების პირვატიზება, რომლებმაც მთავარი აქცენტი უიშვიათესი მეტალების დამუშავებაზე აიღეს.

დემოგრაფია რედაქტირება

მოსახლეობა:

  • 1940: 2 642
  • 1965: 9 838
  • 1994: 20 104
  • 2004: 16 806

ეთნიკურობა (2000):

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მონაცემები მოყვანილია 01.01.2012 პერიოდის მონაცემების მიხედვით(ინგლისური) ესტონეთის სტატისტიკური სამსახურის მიერ(ინგლისური)
  2. Population figure and composition. Statistics Estonia. ციტირების თარიღი: 6 October 2010.
  3. (1905) Liv- est- und kurländisches Urkundenbuch, 2. Riga, გვ. 170. 
  4. (1985) Baltisches historisches Ortslexikon. Teil 1. Estland, გვ. 549. ISBN 3-412-07183-8.