სილაბური დამწერლობა

სილაბური დამწერლობა (ბერძ. συλλαβή — მარცვალი), მარცვლოვანი დამწერლობაფონეტიკური დამწერლობის სახეობა, რომელშიც ნიშანი (სილაბემა) გადმოსცემს დამოუკიდებელი მარცვლის წარმომქმნელ ცალკე ხმოვანს ან თანხმოვან და ხმოვან ფონემათა თანმიმდევრულ ჟღერადობას. არსებობს წმინდა სილაბური და სიტყვიერ-მარცვლოვანი სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბურთაგან აღსანიშნავია კუნძულ კვიპროსის დამწერლობა, აგრეთვე ეთიოპიური და ინდური დამწერლობები (ქაროშთი, ბრაჰმი და მათგან მომდინარე სისტემები, მათ შორის ტიბეთის, ინდონეზიის). სიტყვიერ-მარცვლოვან დამწერლობას (სიტყვიერი წერილობითი სისტემისა და სილაბურის შერწყმა) განეკუთვნება იაპონური, ძველი კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური) და იეროგლიფური ლუვიური დამწერლობა. სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა შუმერული იდეოგრაფიულ-ფონეტიკური დამწერლობისაგან მომდინარეობს. იხმარება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან. იგი მრავალნიშნიანობითა და დიდი სირთულით ხასიათდება, ამიტომ გაანბანების ტენდენციამ ადრევე იჩინა თავი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სპარსული სოლისებრი ანბანი

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 361.
  • Дирингер Д., Алфавит, пер. ц англ., М., 1963;
  • Friedrich J., Geschichte der Schrift, Hdlb., 1966