სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი

სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი (ინგლ. Seattle International Film Festival, შემოკლებით SIFF) — კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 1976 წლიდან სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, აშშ-ში. SIFF ითვლება ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალად ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის აუდიტორია წლიდან წლამდე იზრდება; 2006 წელს ფესტივალს ესწრებოდა 160,000 მაყურებელი.[1] ფესტივალი მიმდინარეობს 24 დღის განმავლობაში მაისსა და ივნისში და მოიცავს ფილმების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის დამოუკიდებელ, უცხოურ და დოკუმენტურ ფილმებს.

სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი
მდებარეობა სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
დაარსდა 1976; 48 წლის წინ (1976)
ენა ინგლისური
საიტი siff.net

2006 წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 300-ზე მეტი ფილმი. 2008 წელს ეს ციფრი შედარებით შემცირდა, ხოლო 2010 წელს ფესტივალზე წარმოადგინეს 400-ზე მეტი მხატვრული ფილმი.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. SIFF to Create New Home for Great Films at Seattle Center (28 ნოემბერი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-12. ციტირების თარიღი: 2018-07-08.
  2. Venues. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13.