სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიესტა (მრავალმნიშვნელოვანი).

სიესტა (ესპ. Siesta) — სადილის შემდგომი დასვენება, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. ძირითადად, ეს არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანი სადილის შემდეგ ისვენებს და აღადგენს საკუთარ ძალებს.

გუსტავ კურბე, ’ჰამაკი’

სიტყვის „siesta“ და ზმნის „sestear“ წარმოშობა ლათინურ „hora sexta“-შია („მეექვსე საათი“, ანუ შუადღე). ეს იყო დაახლოებით 12-15 საათს შორის დრო, როდესაც სამუშაოს დროს შესვენებას ჰქონდა ადგილი.

სიესტის ტრადიციად ქცევის მაგალითებია შემდეგი ადგილები: ესპანეთი, ალბანეთი, ბანგლადეში, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ჩინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი, იტალია (სამხ.), მალტა, მავრიტანია, მონტენეგრო, ჩრდილოეთი აფრიკა, პაკისტანი, ფილიპინები, სერბეთი, ტაივანი, ვიეტნამი, სალვადორი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ebert, D., K.P. Ebmeier, T. Rechlin, and W.P. Kaschka, «Biological Rhythms and Behavior», Advances in Biological Psychiatry. ISSN 0378-7354