სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი

სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Sierra Cristal) — ქედი და ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოლგინის პროვინციაში. ეროვნული პარკი ვრცელდება სიერა-კრისტალის ქედზე, რომელიც კუბის ქედებს შორის სიმაღლით (სიერა-მაესტრას შემდეგ) მეორე ადგილზეა. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა დაახლ. 1300 მ (მთა კრისტალი). ტერიტორიის განსაკუთრებულობის გამო იგი 1930 წელს ეროვნულ პარკად გამოცადდა.[1] წარმოადგენს კუბის უძველეს ეროვნულ პარკს. ფართობი 185,37 კმ².[2] მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ჭარბობს ფიჭვის ტყეები. ამ მხარეებში კარიბული ფიჭვი (Pinus caribaea) სიმაღლეში 30 მ-ს აღწევს.

სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი

Parque Nacional Sierra Cristal

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ოლგინის პროვინცია
ქვეყანა დროშა: კუბა კუბა
კოორდინატები 20°32′31″ ჩ. გ. 75°28′34″ დ. გ. / 20.54194° ჩ. გ. 75.47611° დ. გ. / 20.54194; -75.47611
ფართობი 185,37 კმ²
დაარსდა 1930

1988 წელს შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. National Protected Areas System of Cuba. Antecedentes del Sistema Nacional de Areas Protegidas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-20. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
  2. National Protected Areas System of Cuba. Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
  3. Radio Habana. Sierra Cristal: el primer parque nacional cubano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-04. ციტირების თარიღი: 2007-10-10. (ესპანური)