სიენი — ძველი ქართული პროვინციის დაიაენის (ტაო) მეფე (ძვ. წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I-მა ძვ. წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში (ქალაქ ასურში). შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.

სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში.

ლიტერატურა რედაქტირება