სიდნი ირვინ პოლაკი (ინგლ. Sydney Pollack; დ. 1 ივლისი, 1934 — გ. 26 მაისი, 2008) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი.

სიდნი პოლაკი

სიდნი პოლაკი 2006 წელს
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1934
ლაფაიეტი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 26 მაისი, 2008 (73 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 1950–2008
ოსკარი

საუკეთესო ფილმი
1985 — აფრიკიდან
საუკეთესო რეჟისორი

1985 — აფრიკიდან
ოქროს გლობუსი

საუკეთესო დრამა

1985 — აფრიკიდან

სიდნი პოლაკს გადაღებული აქვს 21-ზე მეტი კინოფილმი და 10 სატელევიზიო შოუ, ითამაშა 30-ზე მეტ ფილმსა და შოუში და პროდიუსერობა გაუწია 44-ზე მეტ ფილმს. გადაღებული აქვს ფილმები „იერემია ჯონსონი“ (1972), „კონდორის სამი დღე“ (1975), „ბოროტების გარეშე“ (1981) და სხვა. მოიგო ოსკარი 1985 წლის ფილმისათვის „აფრიკიდან“; ხოლო ფილმებისათვის „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?“ და „ტუტსი“ ოსკარის ნომინაცია მიიღო.

ბიოგრაფია რედაქტირება

სიდნი ირვინ პოლაკი ინდიანის შტატის ქალაქ ლაფაიეტში, 1934 წლის 1 ივლისს, ებრაულ ოჯახში დაიბადა, რომელიც უკრაინიდან იყო ჩამოსული.[1] დედა, — რებეკა პოლაკი, — პიანისტი და მომღერალი, ხოლო მამა — დევიდ პოლაკი, — ნახევრადპროფესიონალი მოკრივე და ფარმაცევტი იყო.[1] პატარაობისას, მშობლები გაიყარნენ. სიდნის დედა ალკოჰოლიკი იყო და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც მომავალი რეჟისორი სტუდენტი იყო.[2]

მიუხედავად ადრეული გეგმებისა, კოლეჯსა და სამედიცინო სკოლაში ესწავლა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სიდნიმ ინდიანა დატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა.[3] 1952-1954 წლებში სამსახიობოზე სწავლობდა სენფორდ მეისნერთან.[3] 2-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, სიდნი 1958 წელს დაბრუნდა ნიუ-იორკში და მეისნერის ასისტენტი გახდა.[4] 1960 წელს პოლაკის მეგობარმა რეჟისორმა ჯონ ფრანკენჰაიმერმა მას ლოს-ანჯელესში ჩასვლა და ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობა შესთავაზა თავის პირველ დიდ სურათში „ახალგაზრდა ველურები“. სწორედ მაშინ შეხვდა სიდნი ბერტ ლანკასტერს, რომელმაც მას რეჟისორობა ურჩია.[4]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1966 გაყიდულია This Property Is Condemned რეჟისორი
1969 ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს? They Shoot Horses, Don't They? რეჟისორი
1975 კონდორის სამი დღე Three Days of the Condor ტაქსის მძღოლი / რეჟისორი
1981 ღვარძლის გარეშე Absence of Malice რეჟისორი
1982 ტუტსი Tootsie ჯორჯ ფილდსი / რეჟისორი, პროდიუსერი
1985 აფრიკიდან Out of Africa რეჟისორი, პროდიუსერი
1992 ქმრები და ცოლები Husbands and Wives ჯეკი
1992 მოთამაშე The Player დიკ მელონი
1993 ფირმა The Firm რეჟისორი, პროდიუსერი
1995 საბრინა Sabrina რეჟისორი, პროდიუსერი
1998 სამოქალაქო ოქმი A Civil Action ალ ეუსტისი
1999 ფართოდ დახუჭული თვალებით Eyes Wide Shut ვიქტორ ციგლერი
2003 ცივი მთა Cold Mountain პროდიუსერი
2007 მაიკლ კლეიტონი Michael Clayton მარტი ბახი / პროდიუსერი
2008 მკითხველი The Reader პროდიუსერი
2011 მარგარეტი Margaret პროდიუსერი

'

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 MacNab, Geoffrey (2002-08-14). „The secret of my success?“. London: The Guardian.
  2. McLellan, Dennis (2008-05-27). „Sydney Pollack: 1934-2008, Prolific director known for A-list casts“. Los Angeles Times.
  3. 3.0 3.1 Macnab, Geoffrey (2008-05-28). „Sydney Pollack, film director revered by stars, dies aged 73“. London: The Independent.
  4. 4.0 4.1 „Obituary: Sydney Pollack“. London: The Telegraph. 2008-05-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-29.