სიბრმავე (პორტ. Ensaio sobre a cegueira ანუ ესე სიბრმავეზე) - პორტუგალიელი ნობელის პრემიის ლაურეატის ჟოზე სარამაგოს მიერ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი. 2004 წელს, სარამაგომ რომანს მიუმატა პატარა მონაკვეთი - დანახვა. 2008 წელს გამოვიდა რომანის კინომატგრაფიული ადაპტაცია, გადაღებული ბრაზილიელი რეჟისორის ფერნანდუ მეირელისის მიერ, რომლითაც გაიხსნა წლის კანის კინოფესტივალი. ჟოზე სარამაგოს თავდაპირველად არ სურდა ეკრანიზაციაზე უფლებების გაცემა, თუმცა პროდიუსერებმა დაარწმუნეს, რომ ფილმში არ იქნება დაკონკრეტებული ქვეყანა და ქალაქი.