სიბიუ (რუმ. Sibiu; გერმ. Hermannstadt) — ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, ტრანსილვანიაში, სიბიუს ჟუდეცის ადმინისტრაციულ ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, მდინარე ჩიბინის ნაპირებზე. ქვეყნის სამრეწველო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძია; ამასთანავე, რუმინეთის ერთ-ერთი მთავარი კულტურული და რელიგიური ცენტრი. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 147,245 ადამიანი. 2007 წელს ქალაქ ლუქსემბურგთან ერთად არჩეულ იქნა ევროპის კულტურულ დედაქალაქად.

ქალაქი
სიბიუ
Sibiu
გერბი

ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
კოორდინატები 45°48′00″ ჩ. გ. 24°09′00″ ა. გ. / 45.80000° ჩ. გ. 24.15000° ა. გ. / 45.80000; 24.15000
მმართველი Astrid Fodor[1]
დაარსდა 1191
პირველი ხსენება 1191
ფართობი 121±0.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 415±1 მეტრი
მოსახლეობა 147,245 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +40 269
საფოსტო ინდექსი 55xxxx
საავტომობილო კოდი SB
ოფიციალური საიტი sibiu.ro
სიბიუ — რუმინეთი
სიბიუ

თავდაპირველად იყო დაკიურ-რომაული ქალაქი სახელწოდებით სედონია. უფრო გვიანდელი ლათინური სახელია სიბინიუმი. სიბიუ ხელახლა იქნა დაარსებული გერმანელი კოლონისტების მიერ XII საუკუნეში ჰერმანსდორფის (მოგვიანებით ჰერმანშტადტის) სახელწოდებით. სიბიუ დოკუმენტებში პირველად მოიხსენიება 1191 წელს. XIV საუკუნეში გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შედეგად, სიბიუ შევიდა რუმინეთის შემადგენლობაში, ამისდა მიუხედავად, მოსახლეობის დიდ ნაწილს გერმანელები შეადგენდნენ. 1950-1990 წწ. ფარგლებში გერმანელებმა დატოვეს ქალაქი და დაბრუნდნენ სამშობლოში.

ქალაქის ცენტრში შემონახულია შუა საუკუნეების ნაგებობები. გვხვდება ღირსშესანიშნაობები. არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი. რკინიგზით უკავშირდება კლუჟ-ნაპოკას, ბრაშოვსა და ბუქარესტს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება