სვენ ვილჰემ ნიკვისტი (შვედ. Sven Vilhem Nykvist დ. 3 დეკემბერი, 1922 — გ. 20 სექტემბერი, 2006) — შვედი ოპერატორი. 120-ზე მეტი ფილმის ავტორი, თუმცა ყველაზე უკეთ ცნობილია ინგმარ ბერგმანთან თანამშრომლობით. მიღებული აქვს ამერიკის კინოაკადემიის ოსკარი მისი ნამუშევრებისთვის ბერგმანის ფილმებში „ყვირილი და ჩურჩული“ 1973 წელს და „ფანი და ალექსანდერი“ 1983 წელს. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ნატურალიზმი და უბრალოება.

სვენ ნიკვისტი
დაბადების სახელი სვენ ვილჰემ ნიკვისტი
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1922
მოჰედა, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 2006
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა ოპერატორი
BAFTA

საუკეთესო ოპერატურა

ჩურჩული და კივილი (1973)
ოსკარი

საუკეთესო ოპერატურა
ჩურჩული და კივილი (1973)

ფანი და ალექსანდერი (1983)

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება რეჟისორი
1960 ქალიშვილის წყარო Jungfrukällan ინგმარ ბერგმანი
1961 დაბურული შუშის მიღმა Såsom i en spegel ინგმარ ბერგმანი
1966 პერსონა Persona ინგმარ ბერგმანი
1968 სირცხვილი Skammen ინგმარ ბერგმანი
1972 სიდჰარტა Siddhartha კონრად როკსი
1972 ჩურჩული და კივილი Viskningar och rop ინგმარ ბერგმანი
1973 სცენები ქორწინებიდან Scener ur ett äktenskap ინგმარ ბერგმანი
1975 ჯადოსნური ფლეიტა Trollflöjten ინგმარ ბერგმანი
1978 შემოდგომის სონატა Höstsonaten ინგმარ ბერგმანი
1982 ფანი და ალექსანდერი Fanny och Alexander ინგმარ ბერგმანი
1985 ღვთის აგნესა Agnes of God ნორმან ჯუისონი
1988 ყოფის აუტანელი სიმსუბუქე The Unbearable Lightness of Being ფილიპ კაუფმანი
1989 დანაშაულებები და ცუდი საქციელები Crimes and Misdemeanors ვუდი ალენი
1992 ჩაპლინი Chaplin რიჩარდ ატენბორო
1993 უძინარნი სიეტლში Sleepless in Seattle ნორა ეფრონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება