სეჰენდი, საჰენდი (სპარს. سهند) — ვულკანური მასივი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანის ტერიტორიაზე, თავრიზიდან სამხრეთით 40 კმ-ში. წარმოადგენს ელბურსის მთიანეთის ნაწილს. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სიმაღლე 3707 (მთა ჰარამდაღი).[1] აგებულია ანდეზიტებით, ბაზალტებით, ტუფებითა და ვულკანური ფერფლით. კალთები დასერილია (სიღრმე 300 მ-მდე) ბარანკოსებით. მწვერვალები დაფარულია თოვლით.[2]

სეჰენდი
სეჰენდი
სეჰენდი
კოორდინატები: 37°43′48″ ჩ. გ. 46°30′00″ ა. გ. / 37.73000° ჩ. გ. 46.50000° ა. გ. / 37.73000; 46.50000
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი
უმაღლესი წერტილი ჰარამდაღი
სიმაღლე 3707 
სეჰენდი — ირანი
სეჰენდი

სქოლიო რედაქტირება