სეტერი (ინგლ. setter < set — ნაბულის კეთება) — მეძებარი ძაღლების ჯიში. იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ. გამოირჩევა ძლიერი ყნოსვითა და თანდაყოლილი ნაბულით. სეტერის 3 ჯიში — ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური — გამოყვანილია XIX საუკუნის I ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე.

ინგლისური სეტერი
ეს სტატია არის სეტერი ძაღლის შესახებ, სეტერი ასევე აღნიშნავს ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების კოდს.

XIX საუკუნის II ნახევარში სეტერი შეიყვანეს რუსეთში, შემდეგ გავრცელდა საქართველოში.

ინგლისური სეტერი საშუალო ტანისაა, წაგრძელებული ფორმა აქვს, ხმელ-ხმელი, მაგარი აღნაგობის ძაღლია. სხვა მეძებრებისაგან განსხვავდება ძებნის ლამაზი, სწრაფი, დაფენილი მოძრაობის მანერით. შემოსილია აბრეშუმივით რბილი და გრძელი ბეწვით. შეფერილობა: თეთრ ფონზე შავი, ნარინჯისფერი ან ყვითელი კოპლები ან ლაქები.

ირლანდიური სეტერი ხმელ-ხმელი მაღალფეხა ელეგანტური გარეგნობის ძაღლია. გამოირჩევა დაუოკებელი ტემპერამენტითა და სწრაფი ძებნის მანერით. შემოსილია წითელი, სწორი, გრძელი ბეწვით.

შოტლანდიური სეტერი მაგარი აღნაგობისა და სეტერებში ყველაზე დიდტანიანი ძაღლია.

ლიტერატურა რედაქტირება